Loading data...
ზურაბ ქადაგიძე აქციის მონაწილეებს: სადაც შობის აღნიშვნა 7 იანვარს გოიმობად, რეტროგრადობად, ბნელად და რუსულად ითვლება და სადაც „დიდი ძმის“ - ჯო ბაიდენის მიერ აღდგომის, ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ გამოცხადება ჩვეულებრივი მოვლენაა, ალბათ არაფერმა უნდა გაგვაკვირვოს…

„სადაც შობის აღნიშვნა 7 იანვარს გოიმობად, რეტროგრადობად, ბნელად და რუსულად ითვლება და სადაც „დიდი ძმის” - ჯო ბაიდენის მიერ აღდგომის, ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ გამოცხადება ჩვეულებრივი მოვლენაა, ალბათ არაფერმა უნდა გაგვაკვირვოს“, - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე თბილისში მარხვის მძიმე დღეებში განვითარებულ მოვლენებს.

როგორც ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, წითელ პარასკევს, როცა სამყარო დუმს, ახალგაზრდები ქაშვეთის წინ, სანთლებით ხელში, ნინო ლომჯარიას ნათარგმნ „ინტერნაციონალს” მღერიან.

„წითელ პარასკევს ჩიტი ბუდეს არ იკეთებსო და ადამიანი ხელსაქმეს წყვეტსო. უფლის ნეშტის გარდამოხსნაა და დატირება - სდუმს სამყარო იმ უბედურებაზე, რაც დაატრიალა და ამ სიჩუმეში საკუთარ დაცემულ ბუნებას იაზრებს, თუ როგორ მოკლა ღმერთი ერთმა ნაწილმა და მეორემ, უბრალოდ ხელები დაიბანა…

ეს ახალგაზრდები კი, ქაშვეთის წინ, სანთლებით ხელში, ნინო ლომჯარიას ნათარგმნ „ინტერნაციონალს” მღერიან… თუმცა, სადაც შობის აღნიშვნა 7 იანვარს გოიმობად, რეტროგრადობად, ბნელად და რუსულად ითვლება და სადაც „დიდი ძმის” - ჯო ბაიდენის მიერ აღდგომის, ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ გამოცხადება ჩვეულებრივი მოვლენაა, ალბათ არაფერმა უნდა გაგვაკვირვოს… იმდენად ხელოვნურ და უკრაინულ სპექტაკლთან გვაქვს ახლა საქმე, რომ ყველაფერი თვალნათლივ იკვეთება…

პოლიტიკური უმცირესობა უმრავლესობის სახელით დემონსტრირებს - ვიღაცები ქორწილს იხდიან ბარიკადებზე, ვიღაც ძალადობს პოლიციელზე და მხარდამჭერი ტელევიზიები მოძალადის, მსხვერპლად დახატვას ცდილობენ, ვიღაცები ეკლესიაში მიდიან და ლოცვის მაგიერ მღერიან, ვიღაცები „აბულინგებენ" მოსახლეობას იმ მოტივით, რომ ვინც მათ არ ეთანხმებათ, მტერია და გასადევნია საზოგადოებიდან… მოკლედ, ყველა ფაზლი თავის ადგილზე დგება!“ - წერს Facebook-ზე ზურაბ ქადაგიძე.