ზურაბ ჩიკვილაძე: ბევრი შეზღუდვა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას ბოლშევიკებისგან - დიდი ბრძოლის შედეგად, ამ „ვაის“ თავი დავაღწიეთ, დღეს კი ევროპელი ფუნქციონერები არანაკლებ სიბოროტეს ჩადიან ჩვენი ქვეყნის მიმართ, ისეთ რეზოლუციებსა და რეკომენდაციებს „აცხობენ“, იმ ძველ კრემლის ბოშლევიკებსაც კი შეშურდებოდათ, სწორედ ეს არის, რომ, მგონი, „ვუის“ შევეყარეთ
„ბევრი შეზღუდვა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას ბოლშევიკებისგან. დიდი ბრძოლის შედეგად, ამ „ვაის“ თავი დავაღწიეთ, დღეს კი ევროპელი ფუნქციონერები არანაკლებ სიბოროტეს ჩადიან ჩვენი ქვეყნის მიმართ“, - წერს საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, „ყოველგვარი ევროპული ღირებულებების მართლაც რომ დარღვევით ისეთ რეზოლუციებსა და რეკომენდაციებს „აცხობენ“, იმ ძველ კრემლის ბოშლევიკებსაც კი შეშურდებოდათ“.
„ვაის გავეყარე, ვუის შევეყარეო“ - ამ ბოლო დროს ლიგაჩოვის და მისი კრემლის გახრწნილი კომუნისტი ფუნქციონერების დროინდელი საბჭოთა საქართველოს პერიოდი მახსენდება.
ქართველებს გვიკრძალავდნენ ზედმეტად პროგრესულ თემებზე საუბარს, ყველა ჩურჩულით საუბრობდა ამა თუ იმ თემაზე, კახელ კაცს ვაზის აჩეხვას აიძულებდნენ, რომ საკმარისად დიდი ოდენობით ღვინო არ დაწურულიყო საქართველოში. აგვიკრძალეს ქორწილების, დაბადების დღეების გადახდა. ქელეხიც დაუშვებელი იყო - მასიურ შეკრებად ითვლებოდა… მახსოვს, შევარდნაძემ ერთ-ერთ „კომკავშირულ“ ქორწილში ლიმონათითაც კი ითამადა.
ლიგაჩოვამდე უფრო ადრეც ბევრი შეზღუდვა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას ბოლშევიკებისგან. კრემლს არც მეტრო სურდა რომ ყოფილიყო თბილისში, არც სპორტის სასახლე, არც ფუნიკულიორის ანძა უნდა ყოფილიყო ამ სიმაღლის…
მოკლედ, ყველაფერს ახშობდნენ და „ჩეხავდნენ“, რაც კი ჩვენი საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ჰოდა, დიდი ბრძოლის შედეგად, ამ „ვაის“ თავი დავაღწიეთ (ისიც ხომ ფაქტია, რომ სწორედ საქართველო იყო მედროშე სსრკ-ის რღვევის და შემდგომ დაშლისაც?! ..), დღეს კი ევროპელი ფუნქციონერები არანაკლებ სიბოროტეს ჩადიან ჩვენი ქვეყნის მიმართ.
ყოველგვარი ევროპული ღირებულებების მართლაც რომ დარღვევით ისეთ რეზოლუციებსა და რეკომენდაციებს „აცხობენ“, იმ ძველ კრემლის ბოშლევიკებსაც კი შეშურდებოდათ!!! სწორედ ეს არის, რომ, მგონი, „ვუის“ შევეყარეთ…“, - წერს ზურაბ ჩიკვილაძე.