Loading data...
ზაზა დობორჯგინიძე ნანუკა ჟორჟოლიანზე: თვითონ არც პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრება, არც ქუჩას გადაკეტავს, საციხოდ არ გაიხდის საქმეს, მაგრამ აქებს ადამიანების საციხოდ გაწირვას და მერე წავა პარიზში დასასვენებლად

პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე ნანუკა ჟორჟოლიანის „ფეისბუკ“ პოსტს ეხმიანება, რომელიც აქციის მონაწილე ქალბატონზე, რომელიც პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა, წერს, რომ „დაუმორჩილებელი გოგო ყველაზე ლამაზია“.

როგორც დობორჯგინიძე აღნიშნავს, თავად ნანუკა საციხოდ საქმეს არ გაიხდის, თუმცა ისიც და სხვებიც აქებენ ადამიანების საციხოდ გაწირვას.

„თვითონ არც პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრება, არც ქუჩას გადაკეტავს, არც ფოიერვერკს ისვრის, საციხოდ არ გაიხდის საქმეს, მაგრამ ეს (და სხვებიც) აქეზებენ, არომანტიზებენ, აქებენ ადამიანების საციხოდ გაწირვას და მერე წავა პარიზში დასასვენებლად“, - წერს დობორჯგინიძე.