Loading data...
ზაალ ანჯაფარიძე: უკვე მესამე დღეა გრძელდება ქართველებისთვის დამახასიათებელი იწილო-ბიწილო თითქოსდა IRI-ს კვლევის ირგვლივ, რომელშიც რადიკალურ ოპოზიციისთვის ფაქტობრივად პოლიტიკური სიკვდილის დიაგნოზია დასმული

„უკვე მესამე დღეა გრძელდება ქართველებისთვის დამახასიათებელი იწილო-ბიწილო თითქოსდა IRI-ს კვლევის ირგვლივ, რომელშიც რადიკალურ ოპოზიციისთვის ფაქტიურად პოლიტიკური სიკვდილის დიაგნოზია დასმული“,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე წერს სოციალურ ქსელში.

ანჯაფარიძის განცხადებით, IRI-ს დუმილი და ქვეყანაში კვლევასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი “შესანიშნავი მასალაა იმის დასადგენად რას წარმოადგენს დღეს საქართველოს პოლიტიკური კლასი.”

„უკვე მესამე დღეა გრძელდება ქართველებისთვის დამახასიათებელი იწილო-ბიწილო თითქოსდა IRI-ს კვლევის ირგვლივ, რომელშიც რადიკალურ ოპოზიციისთვის ფაქტიურად პოლიტიკური სიკვდილის დიაგნოზია დასმული. წესით, მსგავს სიტუაციაში სოლიდურ ორგანიზაციას, როგორიც არის IRI, უკვე უნდა ჰქონდეს გაკეთებული განმარტება მას ეკუთვნის კვლევა თუ არა. თუმცა ის დუმს. სწორედ ამ დუმილშია ძაღლის თავი დამარხული. ის აჟიოტაჟი რაც ატყდა, შესანიშნავი მასალაა იმის დასადგენად რას წარმოადგენს დღეს საქართველოს პოლიტიკური კლასი“, - წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.