Loading data...
ზაალ ანჯაფარიძე: წარმატებას ვუსურვებ სუს-ის ახალ ხელმძღვანელს მამუკა მდინარაძეს, ყველა ჩვენგანის თვალწინ გაიარა მისმა, როგორც წარმატებული პოლიტიკოსის კარიერამ

დღეს საქართველო და მისი სახელმწიფო უსაფრთხოება იმდენი შიდა და გარე გამოწვევების წინაშე დგას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც ამ გამოწვევებთან ბრძოლის ავანგარდშია, რომ იტყვიან, შეცდომის დაშვების უფლება არა აქვს. ვამბობ ყოველგვარი გადაჭარბების და პათოსის გარეშე - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნის მამუკა მდინარაძის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშვნას.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, სუს-ში, რომელმაც ბოლო წლებში გარკვეული რყევები განიცადა ცნობილი მოვლენების და პერსონების გამო, ეს რყევების პერიოდი დასრულდეს, რისთვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა უწყებაში საკადრო საკითხების სწორად გადაწყვეტა და მამუკა მდინარაძე ღირსეულად იტვირთებს ამ მძიმე და საპასუხისმგებლო ტვირთს.

„წარმატებას ვუსურვებ სუს-ის ახალ ხელმძღვანელს მამუკა მდინარაძეს. ყველა ჩვენგანის თვალწინ გაიარა მისმა როგორც წარმატებული პოლიტიკოსის კარიერამ.

დღეს საქართველო და მისი სახელმწიფო უსაფრთხოება იმდენი შიდა და გარე გამოწვევების წინაშე დგას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც ამ გამოწვევებთან ბრძოლის ავანგარდშია, რომ იტყვიან, შეცდომის დაშვების უფლება არა აქვს. ვამბობ ყოველგვარი გადაჭარბების და პათოსის გარეშე.

ამიტომაც საჭიროა, რომ სუს-ში, რომელმაც ბოლო წლებში გარკვეული რყევები განიცადა ცნობილი მოვლენების და პერსონების გამო (ზოგი სასჯელს იხდის), ეს რყევების პერიოდი დასრულდეს. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თუ არა უმნიშვნელოვანესი, წინაპირობაა უწყებაში საკადრო საკითხების სწორად გადაწყვეტა. „კადრები წყვეტენ ყველაფერს“ - დროით გამოცდილი ფორმულაა! იმედია, მამუკა მდინარაძე ღირსეულად იტვირთებს ამ მძიმე და საპასუხისმგებლო ტვირთს“, - წერს ანჯაფარიძე.