ზაალ ანჯაფარიძე: სახელმწიფო ყოველ წელს 3 მილიონს ხარჯავს დიუშენით დაავადებულებისთვის საჭირო ნივთების შესაძენად, ასე რომ არ გამოვა ხრიკი, თითქოს, სახელმწიფო დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არაფერს აკეთებს, აკეთებს, რაც კი შეუძლია, უბრალოდ, არ ყვირის ამაზე
„ილიაუნის მიერ დაწყებულ დიდწილად პროპაგანდისტულ კამპანიაზე - დიუშენის სინდრომით დაავადებულთათვის საჭირო ნივთების შესასყიდად თანხების მობილიზება, მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი განმარტება მინდა გავაკეთო“, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ყოველ წელს 3 მილიონს ხარჯავს ამ ყველაფრის შესაძენად მათთვის.
მისივე თქმით, არ გამოვა მათი ხრიკი, რომ თითქოს, სახელმწიფო ამ ბავშვებისთვის არაფერს აკეთებს. ანჯაფარიძე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რაც კი შეუძლია, უბრალოდ არ ყვირის ამაზე.
„ილიაუნის“ (ბრჭყალებში ვსვამ იმიტომ, რომ ამ უნივერსიტეტს ყველაზე ნაკლები უფლება აქვს ილია ჭავჭავაძის სახელს ატარებდეს), მიერ დაწყებულ დიდწილად პროპაგანდისტულ კამპანიაზე - დიუშენის სინდრომით დაავადებულთათვის საჭირო ნივთების შესასყიდად თანხების მობილიზება, მცირე მაგრამ მნიშვნელოვანი განმარტება მინდა გავაკეთო.
სახელმწიფო ყოველ წელს 3 მილიონს ხარჯავს ამ ყველაფრის შესაძენად მათთვის. ასე რომ არ გამოვა ეს მათი ხრიკი, რომ თითქოს სახელმწიფო ამ ბავშვებისთვის არაფერს აკეთებს. აკეთებს, რაც კი შეუძლია. უბრალოდ არ ყვირის ამაზე
სინამდვილეში, ამ ბავშვების მშობლები ითხოვენ მხოლოდ წამალს.
ასეთი წამალი კი, როგორც კომპეტენტური ხალხი ამბობს, რომელიც დადასტურებულად შეუმსუბუქებდა მათ მდგომარეობას, ჯერ არ არსებობს. ხოლო ალბათობა იმისა, რომ შეუმოწმებელი წამლით ბავშვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკის ქვეშ დადგეს, ძალიან მაღალია“, - წერს ანჯაფარიძე.