Loading data...
ზაალ ანჯაფარიძე POLITICO-ს სტატიაზე: არაა გასაკვირი, რომ კანონპროექტი ინიცირებულია „ნაცების“ დიდი ხნის ლობისტი ორი სენატორის - ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის მიერ, ვფიქრობ, არცთუ უანგაროდ, ალბათ, გაორმაგებული ტარიფით

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე გამოცემა POLITICO-ს სტატიას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ აშშ-ის სენატი განიხილავს ორპარტიულ კანონპროექტს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შესახებ „უცხოელი აგენტების“ სკანდალის გამო.

მისი თქმით, არაა გასაკვირი, რომ კანონპროექტი ინიცირებულია „ნაცების“ დიდი ხნის ლობისტი ორი სენატორის - ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის მიერ.

„მეგობრები“ აბობოქრდნენ. არაა გასაკვირი, რომ კანონპროექტი ინიცირებულია „ნაცების“ დიდი ხნის ლობისტი ორი სენატორის - ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის მიერ. ვფიქრობ, არცთუ უანგაროდ, ალბათ, გაორმაგებული ტარიფით“, - წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.