ზაალ ანჯაფარიძე: დარწმუნებული ვარ, დღეს მოქალაქეების უმრავლესობამ დაინახა, რომ რუსთაველზე გამოფენილი ჯოგის მიმართ ხელისუფლების ხანგრძლივ ტოლერანტობას ვადა ამოეწურა და რადიკალების ჯოგმა მიიღო კანონით გათვალისწინებული ქმედებები

დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენი მოქალაქეების დიდმა უმრავლესობამ დაინახა, რომ რუსთაველზე გამოფენილი ჯოგის მიმართ ხელისუფლების ხანგრძლივ ტოლერანტობას, რომელსაც, ალბათ, ჰქონდა თავის მიზეზები, ვადა ამოეწურა და რადიკალების ჯოგმა მიიღო კანონით გათვალისწინებული ქმედებები, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე წერს სოციალურ ქსელში.
ანჯაფარიძე იმედოვნებს, რომ აღნიშნული მოვლენები საფუძველი გახდება და კანონის დარღვევა აღარავის შერჩება.
„დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენი მოქალაქეების დიდმა უმრავლესობამ დაინახა, რომ რუსთაველზე გამოფენილი ჯოგის მიმართ ხელისუფლების ხანგრძლივ ტოლერანტობას, რომელსაც, ალბათ, ჰქონდა თავის მიზეზები, ვადა ამოეწურა და რადიკალების ჯოგმა მიიღო კანონით გათვალისწინებული ქმედებები.
არ მოეწონათ, რადგან გაუტკბათ რუსთაველის გამზირის დაუსჯელი გადაკეტვა და მერე ფოტო/ვიდეო მასალის დაგზავნა ევროპაში, სადაც ამას ტაშს უკრავდნენ. იმედია, რომ დღევანდელი დღე გახდება შემობრუნების წერტილი და კანონის დარღვევა არავის შერჩება“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.