Loading data...
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოს დელეგაცია ოფიციალურად არის მიწვეული ძალიან მაღალი დონის ფორუმზე ვაშინგტონში 25-26 სექტემბერს, ფორუმზე „Prosperity through Peace, Investing in TRIPP“ შეიკრიბება აშშ-ის პოლიტიკური და ბიზნეს ელიტა - ამ ფორუმზე საქართველოს ოფიციალურად მიწვევა რასაც ნიშნავს, ყველა გონიერი ადამიანი ხვდება

„საქართველოს დელეგაცია ოფიციალურად არის მიწვეული ძალიან მაღალი დონის ფორუმზე ვაშინგტონში 25-26 სექტემბერს“, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ანჯაფარიძის თქმით, ფორუმზე „Prosperity through Peace, Investing in TRIPP“ შეიკრიბება აშშ-ის პოლიტიკური და ბიზნეს ელიტა.

ანალიტიკოსი ასევე აღნიშნავს, რომ ამ ფორუმზე საქართველოს ოფიციალურად მიწვევა რასაც ნიშნავს, ყველა გონიერი ადამიანი ხვდება და დამატებით ახსნა განმარტებას არ საჭიროებს.

„საქართველოს შიდა თუ გარე მტრების მიერ ქვეყნის იზოლაციაში მოქცევის მცდელობების მიუხედავად, ეს მცდელობაც თავზე ენგრევათ, როგორც მიწისძვრის დროს იცის ხოლმე.

საქართველოს დელეგაცია ოფიციალურად არის მიწვეული ძალიან მაღალი დონის ფორუმზე ვაშინგტონში 25-26 სექტემბერს. ფორუმზე „Prosperity through Peace, Investing in TRIPP“ (საუბარია „ტრამპის მარშრუტზე“ სამხრეთ კავკასიაში) შეიკრიბება აშშ-ს პოლიტიკური და ბიზნეს ელიტა.

ამ ფორუმზე საქართველოს ოფიციალურად მიწვევა კი რასაც ნიშნავს, ვფიქრობ ყველა გონიერი ადამიანი ხვდება და დამატებით ახსნა განმარტებას არ საჭიროებს. ასე რომ იქნება ჩვენს ქუჩაზეც დღესასწაული!“, - წერს ანჯაფარიძე.