Loading data...
ვატო შაქარიშვილი: თუ იოსელიანი 3 დღის წინ გაიტაცეს და 8 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებდა, რატომ არ მიმართა სამართალდამცავ უწყებებს? რატომ არ მოითხოვა მყისიერად სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების ამოღება და ნაცვლად ამისა რატომ დაელოდა ორშაბათ დღეს, იმისათვის რომ პოლიტიკური შოუ მოეწყო...?

„სერიოზული პასუხის გაცემაც არ ღირს, რადგან ხელისგულზეა მორიგი უნიჭო სპექტაკლი, მაგრამ თუ 3 დღის წინ გაიტაცეს და 8 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებდა, რატომ არ მიმართა სამართალდამცავ უწყებებს...? რატომ არ მოითხოვა მყისიერად სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების ამოღება და ნაცვლად ამისა რატომ დაელოდა ორშაბათ დღეს“, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას იმ განცხადების შესახებ, რომელმაც მისი მეუღლის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მას „ვიდეოს ჩაწერამდე თავს დაესხნენ და გაიტაცეს“.

შაქარიშვილის თქმით, „დიდი ხანია, კოლექტიური ნაცმოძრაობა დღის წესრიგს ვეღარ ქმნის, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა-არ მონაწილეობის საკითხზე შიდა არეულობა აქვთ - ამ სასოწარკვეთის პირობებში მორიგი ერთდღიანი ტყუილი შეთხზეს“.

„დიდი ხანია, კოლექტიური ნაცმოძრაობა დღის წესრიგს ვეღარ ქმნის, პატრონიც პენსიაში გავიდა, ერთმანეთის მიყოლებით უწევთ კანონის წინაშე პასუხისგება, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა-არ მონაწილეობის საკითხზე შიდა არეულობა აქვთ - ამ სასოწარკვეთის პირობებში რა ვქნათ, რა ვქნათო და მორიგი ერთდღიანი ტყუილი შეთხზეს. იმისათვის, რომ სიცრუე ადამიანების გარკვეულ ნაწილს მაინც დააჯერონ, ცდილობენ ის მაქსიმალურად აბსურდული შინაარსის იყოს. ნაფტალინიდან ამოიღეს კოტე იოსელიანი, რომელიც 2018 წელს მის მიერ გაკეთებული ამორალური განცხადების გამო ბოდიშს იხდის. ცხადია, ბევრს გაუჩნდა კითხვა, რატომ შეაწუხა სინდისმა(რაც არც ერთ ნაცს არ გააჩნია) 7 წლის შემდეგ ნაცმოძრაობის წევრს და ამავე პარტიის თავმჯდომარის მეუღლეს და რატომ გადაწყვიტა ღრმად მივიწყებული ამბის წამოწევა.

იმიტომ, რომ ეს იყო ორსვლიანი უნიჭო და მარტივი კომბინაცია, რომლის მეორე ნაწილსაც დილიდან ვადევნებთ თვალს. დაეწყვნენ ერთმანეთის მიყოლებით ბრიფინგებს მართავენ, მიხეილ ვივა-მედელიც გამოეხმაურა და ჰყვებიან ზღაპარს კოტე იოსელიანის „გატაცების“ შესახებ... ალბათ სერიოზული პასუხის გაცემაც არ ღირს, რადგან ხელისგულზეა მორიგი უნიჭო სპექტაკლი, მაგრამ რამდენიმე კითხვაა, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს სიცრუის გამოაშკარავებას - თუ 3 დღის წინ გაიტაცეს და 8 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებდა, რატომ არ მიმართა სამართალდამცავ უწყებებს...? არაერთხელ გვინახავს როგორ რეკავენ კამერების თანდასწრებით პოლიციაში და როგორ აკონტროლებენ წამების სიზუსტით სამართალდამცველების მოქმედებებს. რატომ არ მოითხოვა მყისიერად სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების ამოღება და ნაცვლად ამისა რატომ დაელოდა ორშაბათ დღეს, იმისათვის რომ პოლიტიკური შოუ მოეწყო...? ვფიქრობ, რიტორიკულია ეს კითხვები, რადგან პასუხი ერთია - ეს არის მომაკვდავ რეჟიმში მყოფი კოლექტიური ნაცმოძრაობის სასოწარკვეთის გამოძახილი!“, - წერს შაქარიშვილი ფეისბუქზე.