ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება
ეკონომიკურ რისკებთან, ღირებულებით შეუთავსებლობასთან და სუვერენიტეტის დაკარგავასთან ერთად იმ გაერთიანების წევრობა, რომელიც ომშია რუსეთთან, ავტომატურად უდრის გამანადგურებელ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას, ამიტომ საბოლოოდ უნდა გავთავისუფლდეთ ილუზიებისგან და შევდგეთ ქვეყნის განვითარების ყველაზე ოპტიმალურ გზაზე, როგორიც არის ნეიტრალიტეტი, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალური მდივანი ვატო შაქარიშვილი, რომელიც ეხმიანება ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისლანდიის მიერ უარის თქმას.
შაქარიშვილი მიიჩნევს, რომ ისლანდიელმა ხალხმა უარი თქვა მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება. მისივე თქმით, ისლანდიის მაგალითზე ინგრევა აბსურდული მითები, რომ კეთილდღეობა მხოლოდ ევროკავშირშია და მისი წევრობის გარეშე განვითარება არ არსებობს.
„ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე! 29 აგვისტოს ისლანდიაში გაიმართა რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების თაობაზე და მოსახლეობის უმრავლესობამ, დაახლოებით 53%-მა, ხმა წინააღმდეგ მისცა. ისლანდიელი ხალხის უარის მთავარი არგუმენტები იყო გაწევრიანების შემთხვევაში სუვერენიტეტის გარდაუვალი შეზღუდვა და ქვეყნის რესურსების ეროვნული ინტერესებით მართვის შესაძლებლობის დაკარგვა. არანაირი დოგმები და „მონა-მონა“ შეძახილები, მხოლოდ პრაგმატული და რაციონალური მსჯელობა, რამაც ისლანდიელი ხალხი სწორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება. ასევე, შეგახსენებთ, რომ ნორვეგიამ ორჯერ თქვა უარი წევრობაზე - 1972 წელს მოსახლეობის 53.5%-მა, ხოლო 1994 წელს 52.2%-მა კვლავ გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა ხმა. უარის მთავარი მიზეზი, ისევე, როგორც ისლანდიის შემთხვევაში, იყო ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნება, დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკა და ბრიუსელის კონტროლისგან საკუთარი მდიდარი თევზჭერისა და ნავთობრესურსების დაცვა. აღსანიშნავია, რომ ისლანდიის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 28%-ით აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს, ხოლო ნორვეგიის შემთხვევაში - მთელი 59%-ით. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ანგრევს აბსურდულ მითებს, რომ კეთილდღეობა მხოლოდ ევროკავშირშია და თითქოს წევრობის გარეშე განვითარება არ არსებობს. რაც შეეხება საფრთხეებს, ცხადია, საქართველოს შემთხვევაში, გაცილებით მძიმეა - ეკონომიკური რისკებთან, ღირებულებით შეუთავსებლობასთან და სუვერენიტეტის დაკარგავასთან ერთად იმ გაერთიანების წევრობა, რომელიც ომშია რუსეთთან, ავტომატურად უდრის გამანადგურებელ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას. ამიტომ ჩვენ უნდა მოვამზადოთ ქვეყანა ამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებისთვის, საბოლოოდ გავთავისუფლდეთ ილუზიებისგან და შევდგეთ ქვეყნის განვითარების ყველაზე ოპტიმალურ გზაზე, როგორიც არის - ნეიტრალიტეტი!“, - წერს ვატო შაქარიშვილი.