1760091903
სოციალური მედია
ვატო შაქარიშვილი - ევროამერიკული სტანდარტი: სააკაშვილი - დემოკრატიის შუქურა, გვარამია - პრესის თავისუფლების ჯილდოს მფლობელი, ამაღლობელი - მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირი, შემდეგი ალბათ ბაჩო ახალაია იქნება, წამების პრევენციის ხელშეწყობისთვის

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ვატო შაქარიშვილი, დასავლეთის მიერ ოპოზიციონერებისათვის ჯილდოების გადაცემის ფაქტს, სოციალურ ქსელში აფასებს. მისი თქმით, ევროამერიკული სტანდარტის მიხედვით, სააკაშვილი დემოკრატიის შუქურაა, გვარამია პრესის თავისუფლების ჯილდოს მფლობელი, მზია ამაღლობელი კი - მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირი.
„ევროამერიკული სტანდარტი: სააკაშვილი - დემოკრატიის შუქურა; გვარამია - პრესის თავისუფლების ჯილდოს მფლობელი; ნინო ლომჯარია - ადამიანის უფლებათა დამცველის ყოველწლიური გლობალური ჯილდოს მფლობელი; მზია ამაღლობელი - მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირი; შემდეგი ალბათ ბაჩო ახალაია იქნება, წამების პრევენციის ხელშეწყობისთვის…“, - წერს შაქარიშვილი.