Loading data...
ვაკო თურნავა: ღია ბანკინგის დანერგვა ერთ-ერთი ვალდებულებაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვაკო თურნავა ღია ბანკიგთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მისი დანერგვა ერთ-ერთი ვალდებულებაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

მისივე თქმით, ღია ბანკინგი Open Banking - ევროკავშირში შემოღებულ იქნა გადახდის მომსახურებების გადახალისებული დირექტივის (PSD2) მეშვეობით.

მანვე აღნიშნა, რომ ეს დირექტივა ევროპარლამენტმა მიიღო 2015 წლის ოქტომბერში და მისი მიზანი იყო ინოვაციური ონლაინ და მობილური გადახდების განვითარებისა და გამოყენების ხელშეწყობა, ბანკებისთვის ლიცენზირებული მესამე მხარეებისთვის მომხმარებელთა მონაცემებზე წვდომის დაშვებით ანუ მომხმარებლის თანხმობით.

„ღია ბანკინგი Open Banking - ევროკავშირში შემოღებულ იქნა გადახდის მომსახურებების გადახალისებული დირექტივის (PSD2) მეშვეობით.

ეს დირექტივა ევროპარლამენტმა მიიღო 2015 წლის ოქტომბერში და მისი მიზანი იყო ინოვაციური ონლაინ და მობილური გადახდების განვითარებისა და გამოყენების ხელშეწყობა, ბანკებისთვის ლიცენზირებული მესამე მხარეებისთვის მომხმარებელთა მონაცემებზე წვდომის დაშვებით ანუ მომხმარებლის თანხმობით. ეს დირექტივა ძალაში შევიდა 2018 წლის 13 იანვარს და სრულად ამოქმედდა 2019 წლის 14 სექტემბერს.

P.S. ცნობისთვის, ღია ბანკინგის დანერგვა ერთ-ერთი ვალდებულებაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“, - წერს ვაკო თურნავა.