1766590958
სოციალური მედია
ვახტანგ თოფურია: ევროკავშირი თავისი არაარჩევითი მოხელეებით, აშშ-სგან საკუთარი „ღირებულებების“ პატივისცემას და სუვერენიტეტის დაცვას მოითხოვს - ამას ვისმენთ ევროკრატებისგან, რომლებიც საქართველოს მთავრობას ოჯახის დაცვის შესახებ კანონის გაუქმებას სთხოვდნენ
„ფაქტმონიტორის” ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია კაია კალასის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აშშ-ის მიერ დაწესებული შეზღუდვები ევროკავშირის სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობად შეაფასა.
როგორც თოფურია აღნიშნავს, ამ განცხადებებს ვისმენთ ევროკრატებისგან, რომლებიც საქართველოს მთავრობას ოჯახის დაცვის შესახებ კანონის გაუქმებას სთხოვდნენ.
„ამ ყველაფერს ევროკრატებისგან ვისმენთ, რომლებიც საქართველოს მთავრობას ოჯახის დაცვის შესახებ კანონის გაუქმებას სთხოვდნენ. ახლა კი, „ხელოვნური კონსტრუქტი“, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია, თავისი არაარჩევითი ბიუროკრატიული მოხელეებით, აშშ-სგან საკუთარი „ღირებულებების“ პატივისცემას და სუვერენიტეტის დაცვას მოითხოვს”, - წერს ვახტანგ თოფურია X-ზე.