Loading data...
ცოტნე ანანიძე: 148 წლის წინ აჭარა დედასამშობლოს დაუბრუნდა, 300-წლიანი ოკუპაციის მიუხედავად, გვარამიასავით, ტრავმა აჭარისთვის არავის უწოდებია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე აჭარის დედასამშობლოში დაბრუნების 148-ე წლისთავს ეხმაურება.

ის აჭარის ისტორიულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ 300-წლიანი ოკუპაციის მიუხედავად, გვარამიასავით, ტრავმა აჭარისთვის არავის უწოდებია.

„148 წლის წინ, აგვისტოში, საქართველოს მარადიულობის სიმბოლო - აჭარა, დედასამშობლოს დაუბრუნდა. 300-წლიანი ოკუპაციის მიუხედავად, გვარამიასავით, ტრავმა აჭარისთვის არავის უწოდებია“, - წერს ანანიძე.