თამთა მეგრელიშვილი Reuters-ზე: დღეს დასავლურ საინფორმაციო სივრცეში სიცრუის გავრცელება გადაცდომად აღარ აღიქმება, რადგან ის ყოველდღიურ მახინჯ პრაქტიკად იქცა, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, მედიისთვის გადამწყვეტი აღარ არის სიმართლე, არამედ ის, რამდენად „მისაღებია“ კონკრეტული ტყუილი არსებული პოლიტიკური დღის წესრიგისთვის
„Reuters-ის მიერ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის პოზიციის დამახინჯება არის პოლიტიკურად მოტივირებული საინფორმაციო მანიპულაციის კლასიკური მაგალითი“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი შეფასებით, Reuters-ის შემთხვევა მხოლოდ ერთ ეპიზოდს არ წარმოადგენს, ის დიდი და ფართო სურათის ნაწილია, სადაც სიმართლეს, მისაღები და სასურველი ტყუილი სჯობნის. მისივე თქმით, bbc - ის მიერ საქართველოს მთავრობის დისკრედიტაცია და მიზანმიმართულად გავრცელებული ტყუილი, ეს ორი შემთხვევა ერთი სურათის ნაწილია.
„Reuters-ის მიერ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის პოზიციის დამახინჯება არის პოლიტიკურად მოტივირებული საინფორმაციო მანიპულაციის კლასიკური მაგალითი. დღეს დასავლურ საინფორმაციო სივრცეში სიცრუის გავრცელება გადაცდომად აღარ აღიქმება, რადგან ის ყოველდღიურ მახინჯ პრაქტიკად იქცა, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, მედიისთვის გადამწყვეტი აღარ არის სიმართლე, არამედ ის, რამდენად „მისაღებია“ კონკრეტული ტყუილი არსებული პოლიტიკური დღის წესრიგისთვის. სამწუხაროდ ჩვენ მივიღეთ გარემო, სადაც სიმართლე გარიყულია, აღქმა კი პირველ ადგილზე დგას. როდესაც გავლენიანი მედიასაშუალება შეგნებულად ცვლის ოფიციალური პირის პოზიციის შინაარსს, ეს არა დემოკრატია არამედ აზრის კონტროლი არის, მედია სცდება საკუთარ მანდატს, როდესაც თავად განსაზღვრავს, რა უნდა ითქვას, რა უნდა დაიმალოს და რა ფორმით უნდა მიეწოდოს საზოგადოებას „სწორი აზრი“. შედეგად, საზოგადოებრივი ცნობიერება ყალიბდება არა ფაქტებზე, არამედ სტანდარტად მიღებულ დეზინფორმაციაზე. Reuters-ის შემთხვევა მხოლოდ ერთ ეპიზოდს არ წარმოადგენს, ის დიდი და ფართო სურათის ნაწილია, სადაც სიმართლეს, მისაღები და სასურველი ტყუილი სჯობნის. გავიხსენოთ bbc - ის მიერ საქართველოს მთავრობის დისკრედიტაცია და მიზანმიმართულად გავრცელებული ტყუილი, განა ეს ორი შემთხვევა ერთი სურათის ნაწილი არ არის?“, - წერს მეგრელიშვილი.