1733166618
სოციალური მედია
თამთა მეგრელიშვილი: „მშვიდობიანი“ აქციის მონაწილე აქციაზე იარაღით! ეს ფაქტი მოითხოვს სასწრაფო რეაგირებას!
„აქციაზე ადამიანი იარაღით და სხვანი პიროტექნიკით, რომელსაც გამიზნულად, დამიზნებით მიმართავენ სამართალდამცველებისკენ, არის წითელი ხაზები და სამართლებრივად დაცვად წესებს სცილდება!“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი და ფაქტზე სასწრაფო რეაგირებას ითხოვს.
„მშვიდობიანი“ აქციის მონაწილე აქციაზე იარაღით! ეს ფაქტი მოითხოვს სასწრაფო რეაგირებას! ის რაც ხდება, დიდი ხანია გასცდა კანონით დადგენილ სამართლებრივ ნორმებს. აქციაზე ადამიანი იარაღით და სხვანი პიროტექნიკით, რომელსაც გამიზნულად, დამიზნებით მიმართავენ სამართალდამცველებისკენ არის წითელი ხაზები და სამართლებრივად დაცვად წესებს სცილდება! სასწრაფო რეაგირებაა საჭირო, აქციაზე მავანს სჭირდება მსხვერპლი!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.