Loading data...
თამარ ჩიბურდანიძე: შემირცხვენია დასავლეთის დამუნჯებული ელჩები, რომლებიც ხმას არ იღებენ ბავშვების ჩართვაზე ამ ვანდალიზმში, პრეზიდენტო, დედის სტატუსი უნდა ჩამოგერთვას, ქართველობა ისედაც ჩამორთმეული გაქვს

„სულ ჩვილი ბავშვები რომ გამოიყვანოთ რუსთაველზე, ამ ქვეყანას მაინც ვერ ააოხრებთ და ვერ წაგვართმევთ! ძალიან მძიმე იქნება თქვენი განაჩენი, უმძიმესი! ქართველი ხალხი ამას არ გაპატიებთ!“, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და უზნეო და ნამუსგარეცხილად მოიხსენიებს ყველა იმ ადამიანს, რომლებიც სკოლის მოსწავლეებს აქციებზე გასვლისკენ მოუწოდებს.

„უსინდისო, უზნეო და ნამუსგარეცხილია ყველა, მათ შორის პრეზიდენტიც, ვინც სკოლის მოსწავლეებს ზოგადად აქციებზე და მით უმეტეს, ამ ბარდაგში, ამ მოძალადე მიტინგებზე გასვლისკენ მოუწოდებს. სალომე ზურაბიშვილს დედის სტატუსი უნდა ჩამოერთვას, ქართველობა ისედაც ჩამორთმეული აქვს. როგორი ბოროტი დედაკაცი უნდა იყო, რომ სხვისი პირტიტველა შვილები, რომლებსაც არაფერი გაეგებათ პოლიტიკის, ამ სიბინძურეში გახვიო!! რომელ მათგანს, როგორი ჭკვიანიც არ უნდა იყოს, გაეგება გეოპოლიტიკის და მით უმეტეს, დღევანდელი ურთულესი პროცესების, რომელზედაც პოლიტოლოგებიც კი სიფრთხილით ვსაუბრობთ და სიღრმისეულ ანალიზს ვაკეთებთ!!

სამარცხვინოა დასავლეთის ქვეყნების დამუნჯებული ელჩები, რომლებიც განცხადებას არ აკეთებენ ამ საშინელებაზე. შემირცხვენია მათი ყალბი დემოკრატია. როგორც ჩანს, ბევრ ევროპელს სურს, ისევე დატკბეს ქართველი ბავშვების სისხლით, როგორც ტკბებიან, ალბათ, უკრაინელი ბავშვების ტრაგედიით!! ჩვენი შვილები გაიმეტეს, თაობები გაგვინადგურეს გამოფიტული განათლებით, უღმერთო, უსულო ბავშვები გაგვიზარდეს და დღეს უკვე ისინი ამ ბაკქანალიისთვის გაიმეტეს. უფალი შეგრისხავთ ყველას, ქართველს თუ უცხოელს, ამ სისასტიკისთვის!! სულ ჩვილი ბავშვები რომ გამოიყვანოთ რუსთაველზე, ამ ქვეყანას მაინც ვერ ააოხრებთ და ვერ წაგვართმევთ! ძალიან მძიმე იქნება თქვენი განაჩენი, უმძიმესი! ქართველი ხალხი ამას არ გაპატიებთ! მალე გაგწმენდენ!!!“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.