Loading data...
თამარ ჩერგოლეიშვილი დავით ზურაბიშვილზე: ამ ჭორიკანა ცილისმწამებელ „ცვედანთან“ ბიძინაც მართალია და მიშაც - გავლენა მაქვს ყოველთვის და ყველგან, საბავშვო ბაღიდან მოყოლებული - ზურაბიშვილად არ დავბადებულვარ და იმიტომ

„ფედერალისტების“ ერთ ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი, დავით ზურაბიშვილის მიერ დაწერილ კომენტარს ეხმიანება, რომლის თანახმად, „არაფორმალურ დონეზე მისი ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ახლა „აბოლებს“ ახალგაზრდებს თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში“.

ჩერგოლეიშვილი ზურაბიშვილს ჭორიკანა ცილისმწამებელს უწოდებს და აცხადებს, რომ გავლენები ყოველთვის ჰქონდა, რადგან დავით ზურაბიშვილად არ დაბადებულა.

„აი ამ ჭორიკანა ცილისმწამებელ ცვედანთან ბიძინაც მართალია და მიშაც.

ცოტა მწყინს, რომ ვერტალიოტებიდან ავტობუსებზე ჩამომაქვეითეს ამ სუნიანებმა, მაგრამ ავტობუსების ისტორიას მინდა მოვყვე, იმიტომ რომ მაგ დროს ზურაბიშვილი რეჟიმის ლაქია იყო და ბიძინასას ტლეკდა - პირიდან ვერ გლეჯდნენ.

საქმე ეხება 2013 წლის 17 მაისს.

როცა დავინახე რომ ვითარება იძაბება და პუშკინის სკვერთან შეკრებილი 50 კაცი შეიძლება რუსთაველზე შეკრებილ აგრესიულ ბრბოს ბდღვნად არ ეყოს, ვაჭარაძეს შევეხმიანე უსაფრთხოებას როგორ იცავთ მეთქი და ღარიბაშვილმა (შს მინისტრი იყო მაშინ) გვითხრა მეტროთი დაიშალეთო - ასე მომახსენა.

ცხადია სიგიჟედ ჩავთვალე დევნისას მიწისქვეშ ჩასვლა და გიგი უგულავას დავურეკე, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ მერი იყო - ასეთი ვითარებაა და ეგებ ალტერნატიული გზა მოვიფიქროთ, არ მოკლან ვინმე მეთქი.

გიგიმ დაურეკა ღარიბაშვილს და მასთან შეთანხმებით, ყვითელი ავტობუსები მიაყენა პუშკინის სკვერს (აი, სხვებთან ერთად, შალვა რამიშვილის ორი ყვერი რითაც გაიყვანეს)

ანუ ჩავერიე, რომ ხალხი დასისხლიანებას გადამერჩინა მაშინ, როცა ეს ცვედანი ბიძინას უწუწნიდა.

რაც შეეხება გავლენას - გავლენა მაქვს ყოველთვის და ყველგან, საბავშვო ბაღიდან მოყოლებული - ზურაბიშვილად არ დავბადებულვარ და იმიტომ.

მაგ გავლენის დამსახურებაცაა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედება“, - წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.