Loading data...
შალვა პაპუაშვილი: დღეს სამყარო თანხმდება, რომ ძალადობრივი პროტესტი დემოკრატიის მტერია, ამის ფონზე, „ევროკავშირი მხარს უჭერს ელენეს“ სკანდირება - ძალადობის მხარის არჩევაა

„დღეს, სამყარო თანხმდება, რომ ძალადობრივი პროტესტი დემოკრატიის მტერია.
ამის ფონზე, „ევროკავშირი მხარს უჭერს ელენეს“ სკანდირება - ძალადობის მხარის არჩევაა“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

პაპუაშვილი ამით დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ როდესაც აქტივისტები სამოქალაქო ინფრასტრუქტურას აზიანებენ და პოლიციას ქვებს ესვრიან, ეს არა საპროტესტო აქცია, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულია.

„დღეს, სამყარო თანხმდება, რომ ძალადობრივი პროტესტი დემოკრატიის მტერია.
ამის ფონზე, „ევროკავშირი მხარს უჭერს ელენეს“ სკანდირება - ძალადობის მხარის არჩევაა.
ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს - კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების პატივისცემას“, - წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარია შსს-მ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე 15 სექტემბერს დააკავა.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ დაკავებიდან რამდენიმე საათში მისი მამის, გოგი ხოშტარიას ანგარიშზე რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან 9 მილიონი რუბლი ჩაირიცხა, რაც დაახლოებით 110 ათასი დოლარის ეკვივალენტია.