Loading data...
შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელის მიერ დაფინანსებული „ნეტგაზეთი“ არა მარტო ძალადობის პროპაგანდას უზრუნველყოფს, არამედ თავადვე აორგანიზებს ძალადობრივ თავდასხმას „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბზე

„თბილისის საარჩევნო შტაბზე ნაცი ტიტუშკების თავდასხმები არჩევნებში გარე ჩარევის აშკარა მაგალითია, რომლის მიზანიც ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაა“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე.

პაპუაშვილი მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„ამ პროცესში ზოგიერთი უცხოელი დიპლომატის მიერ წაქეზებული ექსტრემისტი ჯგუფების გარდა, ჩართული ჰყავთ გარედან დაფინანსებული პროპაგანდისტული პლატფორმები, მათ შორის ბრიუსელის მიერ დაფინანსებული „ნეტგაზეთი“, რომელიც არა მარტო ძალადობის პროპაგანდას უზრუნველყოფს, არამედ თავადვე აორგანიზებს ძალადობრივ თავდასხმას „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბზე.

მიკერძოებული, პარტიული, ყვითელი, ყველანაირი მედია გვინახავს, მაგრამ „მოძალადე მედია“ ის ახალი ფენომენია, რომელიც, რუანდის „ათასი ბორცვის რადიოს“ მაგალითზე, უცხოელი დონორების შექმნილი პროდუქტია“, - წერს შალვა პაპუაშვილი.