Loading data...
სადღობელაშვილი გირგვლიანის მკვლელობაზე: 20 წლის წინ 28 იანვარს საქართველოში დიდი ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც დაგვანახა ნაცმოძრაობის რეალური - სისხლიანი სახე, რომელიც დღემდე ვერ ჩამოირეცხა მოძალადეების ბანდამ! ერთი შენდობა არ უთხოვიათ, ერთი სინანული არ გამოუხატავთ! პირიქით იმუქრებიან!

„20 წლის წინ 28 იანვარს საქართველოში დიდი ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც დაგვანახა ნაცმოძრაობის რეალური - სისხლიანი სახე, რომელიც დღემდე ვერ მოიწმინდა და ვერ ჩამოირეცხა მოძალადეების ბანდამ! ერთი შენდობა არ უთხოვიათ ერთი სინანული არ გამოუხატავთ! პირიქით იმუქრებიან ! სანდრო გირგვლიანის მხეცურმა, სადისტურმა მკვლელობამ შეძრა სრულიად ქვეყანა!“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი წერს სოციალურ ქსელში.

სადღობელაშვილის განცხადებით, საზოგადოებას ახსოვს სანდრო გირგვლიანი, მისი მკვლელობის საქმე, შესაბამისად „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს შეძლებს ქვეყნის სათავეში დაბრუნებას.

„20 წლის წინ 28 იანვარს საქართველოში დიდი ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც დაგვანახა ნაცმოძრაობის რეალური - სისხლიანი სახე, რომელიც დღემდე ვერ მოიწმინდა და ვერ ჩამოირეცხა მოძალადეების ბანდამ! ერთი შენდობა არ უთხოვიათ ერთი სინანული არ გამოუხატავთ! პირიქით იმუქრებიან! სანდრო გირგვლიანის მხეცურმა, სადისტურმა მკვლელობამ შეძრა სრულიად ქვეყანა! უპირველეს ყოვლისა, ეს იყო სიგნალი ახალგაზრდებისთვის, თუ ნაცებისთვის რამე მიუღებელს გავაკეთებდით ან განვაცხადებდით იმ დროინდელი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, გავიზიარებდით სანდროს და სხვა, ქუჩაში უმოწყალოდ ჩაცხრილული ახალგაზრდების ბედს! ეს იყო იმდროინდელი პოლიტიზებული პოლიციის ასე ვთქვათ, გამოხმაურება come back-ი სააკაშვილის ცნობილ განცხადებაზე, რომელიც მან საპარლამენტო ტრიბუნიდან გააკეთა და სადაც ძალოვნებს მოუწოდა ესროლათ ყველასთვის - ნულოვანი ტოლერანტობით! სანდროს ტრაგედიამ მე და ჩემი უამრავი მეგობარი გარეთ გამოგვიყვანა, გვაიძულა უარი გვეთქვა პირად ცხოვრებაზე და ჩვენი ახალგაზრდობა გაგვეცვალა კოლექტიურ სააკაშვილებთან ბრძოლაში! სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი, ახალაიები და ძმანი და დანი მათნი ვეღარასოდეს დაბრუნდებიან ქვეყნის სათავეში, რაც არ უნდა პროვოკაციები და ინტრიგები ხლართონ! ჩვენ გვახსოვს სანდრო! ჩვენ დღემდე გვტკივა ქუჩაში უმოწყალოდ ჩაცხრილული ახალგაზრდები! მე პირადად თუნდ სიკვდილად მიღირდეს ვერ და არ დავუშვებ ჩემი შვილები ანალოგიურ ტერორში გაიზარდონ და სიცოცხლის ფასადაც, რომ მიღირდეს ნაცმოძრაობის ბოგინს შევეწინააღმდეგები!

P.s. სააკაშვილმა სანდროს მკვლელები მალევე შეიწყალა, ამით მან დაუსჯელობის პრინციპი დანერგა დანაშაულებრივი სისტემის ერთგულებისთვის!“, - წერს ლადო სადღობელაშვილი.