Loading data...
როდრიგო ბალესტერი რასა იუკნევიჩიენეს: კიდევ გაქვთ ძალა გადატრიალების მხარდასაჭერად? ამის შემდეგ რის მტკიცებას დაიწყებთ, რომ ეუთო პრორუსულია, რადგან გეწინააღმდეგებათ?

ბუდაპეშტის Mathias Corvinus Collegium-ის ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი როდრიგო ბალესტერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილისთვის, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის სახელით, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პასკალ ალიზარდის მიერ გამოქვეყნებულ წერილს სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.

როდრიგო ბალესტერი მიკრობლოგში ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიმართავს და წერს, რომ წერილი თავის სათქმელს ამბობს და, ინტერესდება, კიდევ აქვთ თუ არა ძალა გადატრიალების მხარდასაჭერად.

„ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პასკალ ალიზარდის ბოლო წერილი თავის სათქმელს ამბობს.
რასა იუკნევიჩიენეს და სხვა პუტჩისტებს, კიდევ გაქვთ ძალა გადატრიალების მხარდასაჭერად? ამის შემდეგ რის მტკიცებას დაიწყებთ, რომ ეუთო პრორუსულია, რადგან გეწინააღმდეგებათ?“, - წერს ბალესტერი.