Loading data...
რევაზ კარანაძე: მისასალმებელია მთავრობის ინიციატივა ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, დადასტურდა, რომ ჩვენთან კომპანიები წეწავდნენ ხალხს და 14%-ით უფრო მაღალ მოგებებზე გადიოდნენ ვიდრე ევროპის ქვეყნებში - ახლა ველოდებით ამის აღსრულებასა და კონკრეტულ შედეგებს

„ძალიან მისასალმებელია მთავრობის ინიციატივა ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, რადგან ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენ მოსახლეობას და კონკრეტულად მშრომელ ხალხს ყოველდღიურობაში არ გვაქვს“, - წერს პოლიტოლოგი რევაზ კარანაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, დადასტურდა, რომ საქართველოში „კომპანიები წეწავდნენ ხალხს და თურმე, 10%-ით და 14%-ით უფრო მაღალ მოგებებზე გადიოდნენ, ვიდრე ევროპის ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა შედარებით უფრო მაღალ მსყიდველუნარიანია”.

„ძალიან მისასალმებელია მთავრობის ინიციატივა ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, რადგან ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენ მოსახლეობას და კონკრეტულად, მშრომელ ხალხს ყოველდღიურობაში არ გვაქვს. იმედია, რომ ამ საკითხს მიიყვანენ ბოლომდე და არ დარჩება მხოლოდ დაპირებად! ძალიან დიდი ხანია ვითხოვთ ჩემი თანამოაზრეები და მე ამ საკითხის მოგვარებას. რასაც ვამბობდით დიდი ხანი, ისიც დადასტურდა, რომ ჩვენთან კომპანიები წეწავდნენ ხალხს და თურმე, 10%-ით და 14%-ით უფრო მაღალ მოგებებზე გადიოდნენ, ვიდრე ევროპის ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა შედარებით უფრო მაღალ მსყიდველუნარიანია. ასევე, ახალ მაღაზიებს ხსნიან მშრომელების ექსპლუატირების ხარჯზე. ერთ კონსულტანტს ამუშავებენ 4-ის ნაცვლად და მიზერულ ხელფასზე და თან, დაცვაც ეგაა და დამლაგებელიც. ამ უნამუსობას თუ მიეხედება და ბიზნესის ლობის ზეწოლას გაუძლებს მთავრობა, მართლა ძალიან მაგარი იქნება. ველოდებით ახლა ამის აღსრულებასა და კონკრეტულ შედეგებს. ამ საკითხებზე დღეს საღამოს იქნება ჩემი ვიდეოც, რომელიც კვირა დღეს ჩავწერეთ ჩემმა ძმაკაცმა და მე და აქედან გამომდინარე, არ ითვალისწინებს მთავრობის ინიციატივას”, - წერს კარანაძე.