„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია: როცა ბერლინის პოლიცია პიროტექნიკის გამოყენებას უკანონოდ მიიჩნევს, ამ დროს გერმანიის ელჩი ელენე ხოშტარიას „პოლიტიკოსად“ მოიხსენიებს, რომელიც საქართველოს პარლამენტს ფოიერვერკებს ესვრის - სად არის სამართლიანობა?
„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია ბერლინში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით X-ზე პოსტს აქვეყნებს და საქართველოსთან ავლებს პარალელს.
თოფურია წერს, რომ როცა ბერლინის პოლიცია პიროტექნიკის გამოყენებას უკანონოდ მიიჩნევს, ამ დროს გერმანიის ელჩი ელენე ხოშტარიას „პოლიტიკოსად“ მოიხსენიებს, რომელიც საქართველოს პარლამენტს ფოიერვერკებს ესვრის.
„მაშინ, როცა ბერლინის პოლიცია პიროტექნიკასა და სპრეის გამოყენებას უკანონოდ მიიჩნევს. ამავე დროს, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ელენე ხოშტარიას „პოლიტიკოსად“ მოიხსენიებს, რომელიც საქართველოს პარლამენტს ფოიერვერკებს ესვრის. სად არის აქ თანმიმდევრულობა და სამართლიანობა?“, - წერს ვახტანგ თოფურია.
ინფორმაციისთვის, ბერლინის პოლიციის ცნობით, ფრიდრიხშაინში გამართული შეკრების შემდეგ 25 ადამიანი დააკავეს და სხვა ნივთებთან ერთად პიროტექნიკა ამოიღეს.
While Berlin police consider pyrotechnics and spray to be illegal.
— Vakhtang Topuria (@vatopuria) December 14, 2025
At this time, the 🇩🇪German ambassador @Diplo_Peter regards Elene Khoshtaria to be a “POLITICIAN” who throws fireworks at the Georgian Parliament.
Where is the consistency and justice here? https://t.co/sNm4uXX6QV pic.twitter.com/j6Qxt4RhbB