1737534790
სოციალური მედია
პაპუაშვილი თორნტონზე: მისთვის საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის საკითხი კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ საკუთარი პოლიტიკური დაჯგუფების დღის წესრიგის გატარება აშშ-შიც და საქართველოშიც
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის ლორა თორნტონის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„სალომე ზურაბიშვილის დამქირავებლის ეს განცხადება, რომელიც მან X-ზე ერთ-ერთ დისკუსიაში გააკეთა, სადაც საკითხი შეეხებოდა, თუ რა როლს ითამაშებდა პრეზიდენტი ტრამპი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაში, ცხადყოფს, რომ მისთვის საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის საკითხი კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ საკუთარი პოლიტიკური დაჯგუფების დღის წესრიგის გატარება აშშ-შიც და საქართველოშიც.
სწორედ ეს არის „დიფ სთეითის“ საქმიანობის სტილი, რომელსაც, იმედია, პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით გაუმკლავდება“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.