Loading data...
ნინო წილოსანი: ამ ფაშისტებს ჰგონიათ, ფეხბურთელებს და სპორტსმენებს დააბულინგებენ, რეალურად კი ამხელა სპორტული ჯახები რომ გაქვს გადატანილი ადამიანს - ჟორჟოლიანებმა, დიღმელაშვილებმა და ელისაშვილებმა რა უნდა დაგაკლონ

„ამ ფაშისტებს ჰგონიათ, ფეხბურთელებს და სპორტსმენებს დააბულინგებენ რეალურად კი, ამხელა სპორტული ჯახები რომ გაქვს გადატანილი ადამიანს - ჟორჟოლიანებმა, დიღმელაშვილებმა და ელისაშვილებმა რა უნდა დაგაკლონ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს და ეხმიანება ქართველი სპორტსმენების ბულინგს, რომელიც მმართველი პარტიის საარჩევნო კლიპში მათ გამოჩენას მოჰყვა.

წილოსანის თქმით, ახლა ქვეყანას ყველა მოყვარე ადამიანი სჭირდება.

„ამ ფაშისტებს ჰგონიათ, ფეხბურთელებს და სპორტსმენებს დააბულინგებენ რეალურად კი, ამხელა სპორტული ჯახები რომ გაქვს გადატანილი ადამიანს - ჟორჟოლიანებმა, დიღმელაშვილებმა და ელისაშვილებმა რა უნდა დაგაკლონ.

ახლა ჩვენს ქვეყანას ისე, როგორც არასდროს, ყველა თავისი მოყვარე ადამიანი სჭირდება. მინდა, ჩვენს სპორტსმენებს მადლობა გადავუხადო პატრიოტიზმისთვის“, - წერს Facebook-ზე პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი.