Loading data...
ნინო ფოჩხუა: ტრამპიც ბრმა იარაღია „დიფ სთეითისთვის“, გამომდინარე აქედან, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ჩვენი „მეგობრობა“ გადაიტვირთება ამერიკასთან

ზაზა შათირიშვილის გუშინდელი ანალიზი ეხებოდა აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ, „დიფ სთეითის“ რებრედინგს და აქედან განვითარებულ მოვლენებს. თითქმის სამი თვე გავიდა, რაც ტრამპმა პრეზიდენტის სავარძელი დაიკავა, მოსვლის დღიდან თითქოს აქტიურად ჩაება „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში, მაგრამ მისი დამარცხების პატარა ნიშანიც კი ჯერჯერობით არ ჩანს,- წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში.

ფოჩხუას თქმით, ჩანს, რომ ტრამპიც ისეთივე იარაღია "ომის პარტიის" ხელში, როგორც ბაიდენი იყო, ოღონდ სახეშეცვლილი.

„ზაზა შათირიშვილის გუშინდელი ანალიზი ეხებოდა აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ, „დიფ სთეითის“ რებრედინგს და აქედან განვითარებულ მოვლენებს. თითქმის სამი თვე გავიდა, რაც ტრამპმა პრეზიდენტის სავარძელი დაიკავა, მოსვლის დღიდან თითქოს აქტიურად ჩაება „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში, მაგრამ მისი დამარცხების პატარა ნიშანიც კი ჯერჯერობით არ ჩანს. ის კი არა და ჩანს, რომ ტრამპიც ისეთივე იარაღია „ომის პარტიის“, ხელში, როგორც ბაიდენი, ოღონდ სახეშეცვლილი.

აბა რას უნდა დავაბრალოთ ის სიჩუმე, ამერიკის მხრიდან, ჩვენი ქვეყნის მიმართებით, ქვეყნის, რომელმაც 3 წლით ადრე, როცა ძალზე სახიფათო იყო ამის გაკეთება, „დიფ სთეითს“ ომი გამოუცხადა ან როცა აშშ-ს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები აქვს, "რუსეთთან კავშირის" გამო ბიძინა ივანიშვილი ისევ რომ დასანქცირებულია რას დავაბრალოთ. ასევე გაუგებარია ტრამპის დუმილი უნგრეთთან და რუმინეთთან მიმართებით.

ზუსტად ეს არის პასუხი იმისა, რომ ტრამპიც ბრმა იარაღია „დიფ სთეითისთვის“ გამომდინარე აქედან, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ჩვენი მეგობრობა გადაიტვირთება ან ვინმე აღნიშნავს ჩვენს სწორ პოზიციას "დიფ სტეიტთან" მიმართებით“,- წერს ნინო ფოჩხუა.