Loading data...
ნინო ფოჩხუა: გმირთა მოედანი არის ცენტრალური კვანძი, ვის უპროტესტებენ, თავის გაჭირვებულ მოქალაქეებს, ვისაც ზოგს სასწრაფო ესაჭიროება და ზოგს სახანძრო ეკიპაჟი?

ვის უპროტესტებენ ამით, თავის გაჭირვებულ მოქალაქეებს, ვისაც ზოგს სასწრაფო ესაჭიროება და ზოგს სახანძრო ეკიპაჟი? ქუჩების პიკეტირებით ხომ საფრთხეს უქმნიან საკუთარ ხალხს - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში,

ფოჩხუა ტყუილს უწოდებს „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აქციის დაწყების შემდეგ გმირთა მოედანზე არცერთ სახანძრო და სასწრაფოს მანქანას არ გაუვლია.

„ესეც ტყუილი, როგორც ყოველთვის ტვ. "მთავარისგან." გმირთა მოედანი არის ცენტრალური კვანძი, ისედაც ყველაზე პრობლემური ადგილი ქალაქში, (გიგი უგულავას ჩავარდნილი პროექტი) სადაც სულ საცობია, ამ ადგილს კიდევ გადაკეტვა უნდა? უბრალო მოქალაქეების ნერვებს ცდიან? ვის უპროტესტებენ ამით, თავის გაჭირვებულ მოქალაქეებს, ვისაც ზოგს სასწრაფო ესაჭიროება და ზოგს სახანძრო ეკიპაჟი? ქუჩების პიკეტირებით ხომ საფრთხეს უქმნიან საკუთარ ხალხს. რომ ჰკითხო სამშობლოს ნათელი მომავალი არის მათი პროტესტის მიზეზი“ - წერს ნინო ფოჩხუა.