Loading data...
ნინო ფოჩხუა EBRD-ის რეგიონული დირექტორის განცხადებაზე: მზარდი ინვესტიციები არ არის შემთხვევითი და პირდაპირ უკავშირდება დღევანდელი ხელისუფლების გონივრულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ნაბიჯებს, რაც ქმნის ნდობის ფონს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონული ხელმძღვანელის, ალკის ვრიენიოს დრაკინოსის განცხადებას ეხმიანება, რომელიც აცხადებს, რომ წელს საქართველოს კერძო სექტორში 300 მლნ ევროზე მეტის ინვესტირებას გეგმავს.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, მზარდი ინვესტიცია განპირობებულია ქვეყანაში სტაბილური გარემოთი და რაც მთავარია, დღევანდელი ხელისუფლების სწორი პოლიტიკით.

„დაიძრა ყინული, ინვესტიციები სულ უფრო და უფრო მატულობს და იზრდება. ამჯერად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონულმა ხელმძღვანელმა ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა გააჟღერა და ეს 300 მილიონი ევროა, რომელიც განკუთვნილი იქნება კერძო სექტორისთვის. მზარდი ინვესტიცია კი განპირობებულია ქვეყანაში სტაბილური გარემოთი და რაც მთავარია დღევანდელი ხელისუფლების სწორი პოლიტიკით“, - წერს ნინო ფოჩხუა.