ნიკოლოზ მეტრეველი მთავრობისადმი ნდობის მაჩვენებელზე: 54.1% და ევროპის საუკეთესო ხუთეული - ეს ციფრები კიდევ ერთხელ გვახსენებს მარტივ ჭეშმარიტებას: პოლიტიკური ხმაური ერთია, გაზომვადი საზოგადოებრივი განწყობა კი მეორე
„მავანს შეუძლია უსასრულოდ იმეოროს, რომ საქართველოში „ყველაფერი ინგრევა“, რომ ხელისუფლებას საზოგადოებრივი მხარდაჭერა აღარ აქვს და ქვეყანა თითქოს სრულ პოლიტიკურ კრიზისშია, მაგრამ ბოლოს მაინც ჩნდება მონაცემები, რომელთა იგნორირება რთულია. წინა შეფასებით საქართველო მე-8 ადგილზე იყო, ახლა კი ხუთეულში შევიდა“, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.
ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ხმაურისგან განსხვავებით, საზოგადოებრივი განწყობის შეფასება გაზომვადი მონაცემებით უნდა მოხდეს. მისი თქმით, საერთაშორისო კვლევაში მთავრობისადმი ნდობის 54.1%-იანი მაჩვენებელი და ევროპის საუკეთესო ხუთეულში ყოფნა ამ მხრივ მნიშვნელოვანი ფაქტორია.
„მავანს შეუძლია უსასრულოდ იმეოროს, რომ საქართველოში „ყველაფერი ინგრევა“, რომ ხელისუფლებას საზოგადოებრივი მხარდაჭერა აღარ აქვს და ქვეყანა თითქოს სრულ პოლიტიკურ კრიზისშია, მაგრამ ბოლოს მაინც ჩნდება მონაცემები, რომელთა იგნორირება რთულია. გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, საქართველოს მთავრობისადმი ნდობის მაჩვენებელი 54.1%-ს აღწევს და საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია. წინა შეფასებით საქართველო მე-8 ადგილზე იყო, ახლა კი ხუთეულში შევიდა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც საქართველოს შესახებ ქვეყნის შიგნით და გარეთ ხშირად იქმნება სრულიად განსხვავებული საინფორმაციო სურათი. თუმცა, როდესაც საერთაშორისო კვლევაში საქართველო მთავრობისადმი ნდობის მაჩვენებლით ევროპის წამყვან ქვეყნებს შორის ხვდება, ამ ფაქტის უბრალოდ გაქრობა ან პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით გადაწერა შეუძლებელია. გავიმეორებ: 54.1% და ევროპის საუკეთესო ხუთეული. ეს ციფრები თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს ერთ მარტივ ჭეშმარიტებას: პოლიტიკური ხმაური ერთია, გაზომვადი საზოგადოებრივი განწყობა კი მეორე“, - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.