ნიკოლოზ მეტრეველი 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების აღიარებაზე: პუჩისტების დღევანდელი აღიარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, ხმაურიანი განცხადებები შეიძლება გარკვეული დროით დომინირებდეს საინფორმაციო სივრცეში, მაგრამ საბოლოოდ სიმართლე მაინც ფაქტებით დგინდება
ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების აღიარებას და მონანიებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მძიმე ბრალდებების დროს მნიშვნელოვანია, რომ შეფასებები ეფუძნებოდეს რეალურ გარემოებებს და არა წინასწარ შექმნილ პოლიტიკურ ნარატივებს.
ანალიტიკოსის თქმით, პასუხისმგებლობიანი პოზიცია ნიშნავს მტკიცებულებების შეფასებას, სამართლებრივი პროცესის პატივისცემას და საბოლოო დასკვნების მხოლოდ ამის შემდეგ გაკეთებას.
„ფაქტია, განსაკუთრებით მძიმე ბრალდებების დროს დაუშვებელია საზოგადოებრივი აზრის მხოლოდ ემოციებით, პოლიტიკური სპეკულაციებითა და წინასწარი განაჩენებით ფორმირება. ასეთ საკითხებში მთავარი უნდა იყოს სამართლებრივი პროცესი. პუჩისტების დღევანდელი, აღიარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოვლენების შეფასებისას სიფრთხილე და პასუხისმგებლობა. ხმაურიანი განცხადებები შეიძლება გარკვეული დროით დომინირებდეს საინფორმაციო სივრცეში, მაგრამ საბოლოოდ სიმართლე მაინც ფაქტებით დგინდება. აქედან გამომდინარე, მძიმე ბრალდებების დროს მნიშვნელოვანია, რომ შეფასებები ეფუძნებოდეს რეალურ გარემოებებს და არა წინასწარ შექმნილ პოლიტიკურ ნარატივებს. ემოციური კამპანია შეიძლება დროებით ეფექტიანი იყოს, მაგრამ ფაქტებს ვერ ჩაანაცვლებს. ასეთი შემთხვევები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ პასუხისმგებლობიანი პოზიცია ნიშნავს მტკიცებულებების შეფასებას, სამართლებრივი პროცესის პატივისცემას და საბოლოო დასკვნების მხოლოდ ამის შემდეგ გაკეთებას“, - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.