Loading data...
„მიხეილ სააკაშვილს და დავით ბაქრაძეს, ომის დაწყებიდან ოთხი დღის განმავლობაში, პირიდან ღიმილი არ მოსცილებიათ, როცა ბარბაროსი მტრისაგან ულმობლად იწირებოდნენ ხელისუფლებისგან სრულიად დაუცველი ადამიანები“ - კონსტანტინე გამსახურდია ოპოზიციონერი აქტივისტის, ლეილა ცომაიას 2008 წლის წერილს აქვეყნებს

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია, ამჟამად ოპოზიციონერი აქტივის, ლეილა ცომაიას მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ამავე წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ წერილს ავრცელებს.

წერილში, ლეილა ცომაია, საუბრობს მიხეილ სააკაშვილის და მისი ხელისუფლების ბრალეულობაზე და წერს, რომ „აგ­ვის­ტოს ომ­მა ცხად­ყო და ნათ­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნა მიხეილ სააკაშვილის, რო­გორც მთა­ვარ­სად­ლი­სა და მი­სი მა­ღალჩი­ნო­სა­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბის სრუ­ლი დილეტანტიზმი და პრო­ფა­ნიზ­მი.“

ამავე დროს, ცომაია აღნიშნავს, რომ აგ­ვის­ტოს ომ­ში სა­ქარ­თვე­ლომ არა თუ და­იბ­რუ­ნა დაკარგული ტერიტორიები, არამედ, უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ნაწილი - კოდორის ხეობა დაკარგა და კიდევ ერთხელ განადგურდა გენოფონდი, რაზეც პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს უნდა დაეკისროს.

„რამდენადაც ქ-ნი ლეილა ცომაია კვლავ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, უინტერესო არ იქნებოდა მისი ამ წერილის გაცნობა 2008 წლის აგვისტოს ომზე „განმათავისუფლებელი 2008 წ. 18 სექტემბერი 7-23 აგ­ვის­ტოს რუ­სეთ­-სა­ქარ­თვე­ლოს ომ­მა ხან­გრძლივ­მოქ­მე­დი კო­ლაფ­სი და სა­ყო­ველ­თაო კატას­ტრო­ფა მო­უტა­ნა ქარ­თველს ერს. ამ ქა­რიშ­ხა­ლი­ვით თავ­სდა­ტე­ხილ­მა ომ­მა თავზარდამცე­მად გა­ა­შიშ­ვლა ილუ­ზი­ო­ნისტ-პო­ლი­ტი­კა­ნის,

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ავან­ტი­უ­რის­ტუ­ლი ვნე­ბა­ნი – თავს მო­ეხ­ვია წა­სა­გე­ბად გან­წირუ­ლი ომი, რის­თვი­საც მან დროც, თა­ვი­სი „დი­დი მას­წავ­ლებ­ლის“ – შე­ვარ­დნა­ძის მსგავ­სად, აგ­ვის­ტო შეარჩი­ა, რო­დე­საც მნიშ­ვნელოვნად დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლია სამ­ხრეთე­ლი ქარ­თვე­ლე­ბის შრო­მი­სა და ბრძო­ლის უნა­რიც, რომ არა­ფე­რი ვთქვათ ბა­ქი-­ბუ­ქა პრე­ზი­დენ­ტის „სამ­ხედ­რო ძლი­ე­რე­ბის“ ბლეფ­ზე.

ემ­ზა­დე­ბო­და თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი და მთა­ვარ­სარ­და­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო ომისათ­ვის? დი­ახ, ემ­ზა­დე­ბო­და! 2006 წლის 15 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა 179 ხმით მი­ი­ღო დად­გე­ნი­ლე­ბა რუ­სი „სამ­შვი­დო­ბო ჯა­რე­ბის“ ცხინ­ვა­ლის მხარიდან გაყ­ვა­ნის შე­სა­ხებ (მა­ნამ­დეც არ­სე­ბობ­და რი­გი დად­გენი­ლე­ბე­ბი ამ სა­კითხ­თან დაკავში­რე­ბით) და 1992 წლის 24 ივ­ნი­სის და­გომი­სის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­და­ხედ­ვის შე­სა­ხებ, თუმ­ცა, ოპო­ზი­ცია ითხ­ოვ­და ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სრულ დე­ნონ­სა­ცი­ას. ყო­ველ­წლი­უ­რად იზრდე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფოს თავ­დაც­ვის ბი­უ­ჯე­ტი და ჯა­რის რიცხ­ვი­თი რა­ო­დე­ნო­ბა (ი­გი, სა­ბო­ლო­ოდ 2008 წლის 15 ივ­ლი­სის პარ­ლა­მენ­ტის დად­გე­ნი­ლე­ბით, 37 000-ით გა­ნი­საზღ­ვრა).

2007 წლის ბო­ლო თვე­ებ­ში, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამჭერ­თა მხრი­დან აქ­ტი­უ­რად ვრცელ­დე­ბო­და ხმე­ბი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის დაბ­რუ­ნე­ბის მზა­დე­ბის შე­სა­ხებ და ამ უმნიშვნელო­ვა­ნე­სი ის­ტო­რი­უ­ლი აქ­ტის ჩაშ­ლა მთლი­ა­ნად ოპო­ზი­ცი­ის მი­ერ ნო­ემ­ბერ­ში საპროტესტო აქ­ციე­ბის გაშ­ლას ბრალ­დე­ბო­და. 5 იან­ვრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში, პრეზიდენტობის კან­დი­და­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მთა­ვა­რი პი­რო­ბა, მო­მა­ვალ საპრეზიდენტო ვა­და­ში ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი­სა და აფ­ხა­ზე­თის სა­ქარ­თველოს­თვის დაბ­რუ­ნე­ბა იყო. ამ­გვა­რი აღ­მა­შე­ნებ­ლუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი (გახ­სოვთ, ალ­ბათ, მან ორი­ვე საპ­რე­ზი­დენ­ტო ინა­გუ­რა­ცი­ის დროს ფი­ცი და­ვით აღ­მაშე­ნებ­ლის საფ­ლავ­ზე და­დო) მას პირ­ველ საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­და­შიც გა­აჩ­ნდა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში „ძლე­ვა­მო­სი­ლი შეს­ვლის“ რე­ა­ლუ­რი მცდე­ლო­ბაც ჰქონ­და (2004 წ. ივ­ნი­სი და აგ­ვის­ტო-­სექ­ტემ­ბე­რი).

ამ ავან­ტი­უ­რის­ტუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბი­თა და პა­რა­ნო­ი­დუ­ლი ჟი­ნით გა­მოსტა­ცა ხე­ლი­დან და­უ­მორ­ჩი­ლე­ბელ თავ­დაც­ვის მი­ნისტრ ირ. ოქ­რუაშვილს (რო­მე­ლიც მტკი­ცე შე­მარ­თე­ბი­თა და თავ­და­ჯე­რე­ბით აცხ­ა­დებ­და, რომ 2007 წლის 1 იან­ვარს იგი ცხინ­ვალ­ში შეხ­ვდე­ბო­და) ში­და ქარ­თლის სა­ქარ­თველოს­თვის დაბ­რუ­ნე­ბის შე­და­რე­ბით რე­ა­ლუ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვა, რის­თვი­საც მას გა­აფ­თრე­ბით შე­ებ­რძო­ლა – 2006 წლის ნო­ემ­ბერ­ში იგი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ა­ყე­ნა, ხო­ლო 2007 წლის 27 სექ­ტემ­ბერს, კო­რუფ­ცი­ის ბრალ­დე­ბით და­ა­პა­ტიმ­რა, 10 მი­ლი­ო­ნი ლა­რი გი­რა­ოს სა­ხით გა­მოს­ძა­ლა, საქართველოდან გან­დევ­ნა (მას საფ­რან­გე­თის ვი­ზა და გერ­მა­ნი­ის ბი­ლე­თი სა­პა­ტიმრო­ში მი­უ­ტა­ნეს) და ემიგ­რა­ცი­ა­შიც მას­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის დევ­ნა გა­მო­აცხ­ა­და. ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ნაც­ვლად კი, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოს­ტზე სრუ­ლი­ად უსა­ხუ­რი და არა­ჯან­სა­ღი ჰაბიტუსის (გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბით იგი მორ­ფი­ნის­ტი­ა) პი­როვ­ნე­ბა და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი აღა­ზე­ვა.

ომის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტსა და მთა­ვარ­სარ­დალს ერ­თი დღი­თაც კი არ ჩა­უც­ვამს სამ­ხედ­რო ფორ­მა და არც ნი­რი შეც­ვლი­ა, არა­მედ მას და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ბაქ­რა­ძეს, ომის დაწყ­ები­დან ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, პი­რი­დან ღი­მი­ლი არ მოს­ცი­ლე­ბი­ათ, რო­ცა ბარ­ბა­რო­სი მტრი­სა­გან ულ­მობ­ლად იწი­რე­ბოდ­ნენ ხე­ლი­სუფ­ლებისა­გან სრუ­ლი­ად და­უც­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, სრუ­ლად წყდე­ბოდ­ნენ ოჯა­ხე­ბი და სის­ხლი­დან იწ­რი­ტე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო.

ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეს ორი უმაღ­ლე­სი ხე­ლი­სუფა­ლი კი სა­სო­წარ­კვე­თილ, დაბ­ნე­ულ­ გა­ოგ­ნე­ბულ ხალ­ხს, პარ­ლა­მენ­ტის წინ მი­ტინ­გებ­ზე უხ­მობ­დნენ და იმე­დი­სა და რა­ი­მე გო­ნივ­რუ­ლი სტრა­ტე­გი­ის ნაც­ვლად ხელ­ში დრო­შებს აჩე­ჩებ­დნენ, მათ წინაშე ბა­ქი-­ბუ­ქობ­დნენ და ტაშ­-ფან­დუ­რობ­დნენ.

უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­დლი­სა და პარ­ლა­მენ­ტის თავმჯდო­მა­რის ამ­გვარ არა­ადექ­ვა­ტურ ქმე­დე­ბებს, ბარ­ბა­რო­სი მტრის თბი­ლის­ში შე­მოჭ­რის მცდე­ლო­ბამ უც­ვა­ლა ნი­რი. აი, მა­შინ კი დამ­ფრთხალ­-დამ­დუღ­რუ­ლი სა­ხით გა­მო­ვი­და და­ვით ბაქ­რა­ძე და ტე­ლე­ვი­ზი­ით გან­გვიცხ­ა­და: ყვე­ლამ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებლო­ბე­ბით და­ი­ცა­ვით თა­ვიო და პრე­ზი­დენ­ტ-მთა­ვარ­სარ­დლის და­ნა­ბა­რე­ბიც გად­მოგ­ვცა: მშვი­დად შეხ­ვდით გან­საც­დელს, გა­რეთ არ გა­მოხ­ვი­დეთ, თუ მტე­რი სახ­ლებ­ში შე­მო­გეჭ­რათ ხე­ლე­ბი არ გა­ან­ძრი­ო­თო, ანუ მტერს ხე­ლე­ბაწე­უ­ლი და და­ჩო­ქი­ლი შეხ­ვდი­თო. თა­ვად ბაქ­რა­ძეს კი სა­ხე­ზე აშ­კა­რად ეწე­რა გაქ­ცე­ვის მზა­დე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, პრე­ზი­დენ­ტ-მთა­ვარ­სარ­დალ­თან ერ­თად.

დი­ახ, ეს მუ­ხა­ნა­თუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ბაქ­რა­ძის ჩამ­ქრალ­ გა­სა­ი­დუმლო­ე­ბულ მზე­რა­ში აშ­კა­რად ბუ­დობ­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად ჩა­მო­ცი­ლე­ბუ­ლი იყო სა­ხელ­მწი­ფოს პრე­მი­ერ­ მი­ნის­ტრი ლა­დო გურ­გე­ნი­ძე, რო­მე­ლიც, ომის დაწყ­ე­ბამ­დე, რამ­დე­ნი­მე თვის გან­მალობაში სა­ერ­თოდ არ ჩან­და სა­ხე­ლი­სუფ­ლო ავან­სცე­ნა­ზე და იგი მხო­ლოდ ომის დაწყ­ე­ბი­დან მე­ხუ­თე დღეს გა­მოჩ­ნდა მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით – კა­ბი­ნე­ტუ­რი შეხ­ვედრე­ბი გა­მარ­თა მთავ­რო­ბის წევ­რებ­თან.

ჩვენ ვე­სა­უბ­რეთ რამ­დე­ნი­მე ჯა­რის­კაცს,რომ­ლებ­მაც გვითხ­რეს, რომ მათ ბო­ლო ორის თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ველ დღე ემზა­დე­ბოდ­ნენ ცხინ­ვალ­ში შე­სას­ვლე­დად, მათ იცოდ­ნენ, რომ უნ­და ებ­რძოლათ ში­და ქარ­თლის და­საბ­რუ­ნებ­ლად.

(ჩვენ მათ სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს და დის­ლო­კაცი­ის ად­გი­ლებს შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვა­სა­ხე­ლებთ).

ომი­დან გა­მო­სუ­ლი, გა­დარ­ჩე­ნი­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი კი გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ მათ არ ჰქონ­დათ საკ­მა­რი­სი ტყვი­ა-­წა­მა­ლი და თვით ავ­ტო­მა­ტე­ბიც კი, უი­ა­რა­ღო ბი­ჭე­ბი, ბრძო­ლის ჟინ­ჩა­კლული იღუ­პე­ბოდ­ნე­ნო.

მა­გა­ლი­თად, ვა­ზი­ა­ნის 700 კა­ცი­ან ბა­ტა­ლი­ო­ნი­დან მხო­ლოდ 300 ჯა­რის­კა­ცი გა­დარ­ჩე­ნი­ლა.

რუ­სეთ­-სა­ქარ­თვე­ლოს აგ­ვის­ტოს ომ­მა, ბლე­ფად აქცია პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­ერ ყბა­და­ღე­ბუ­ლი და რეკ­ლა­მი­რე­ბუ­ლი ჩვე­ნი თავ­დაც­ვისუნა­რი­ა­ნო­ბა და სიძ­ლი­ე­რე და ნათ­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნა თავ­ზარ­დამცე­მი რე­ა­ლო­ბა: სა­ერ­თოდ არ გვყო­ლია სამ­ხედ­რო ავი­ა­ცი­ა, არ გვქო­ნია არა­ნა­ი­რი სა­ზე­ნი­ტო და­ნადგა­რე­ბი, ხუ­ხუ­ლა ყო­ფი­ლა სა­ნა­ვი­გა­ციო სისტემა, არ გვყო­ლია არა­ნა­ი­რი დაზ­ვერ­ვა, არ გვქო­ნია საკ­მა­რი­სი ავ­ტო­მა­ტე­ბი და ტყვი­ა-­წამ­ლე­ბიც კი, ეს ყო­ვე­ლი­ვე მა­შინ, რო­ცა ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო თავ­დაც­ვის ბი­უ­ჯე­ტი ორ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა სა­მო­ქალა­ქო ბი­უ­ჯეტს, ხო­ლო ჯა­რის­კა­ცე­ბის წვრთნა და სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბა მხო­ლოდ რეკ­ლა­მის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი კი­ნო­სე­რი­ალე­ბი ყო­ფი­ლა.

მთე­ლი ომის გან­მალობაში გუ­ლის­მომ­კვლე­ლად და აღ­მაშ­ფო­თებ­ლად მწი­რი იყო ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ომის მსვლე­ლო­ბი­სა და მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­ერ მო­ნო­პო­ლი­ზი­რე­ბულ ტე­ლე­ვი­ზიებ­ში აშ­კა­რად იგ­რძნო­ბო­და მკაც­რი სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ზუ­რა, მა­შინ, რო­დე­საც დღე­ვან­დე­ლი ტექ­ნი­კუ­რი პროგ­რე­სის პი­რო­ბებ­ში სრულიად შესაძლებელია პირ­და­პი­რი ტრან­სლი­ა­ცია სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი­სა. ასე იყო ერა­ყის ომ­ის, იუ­გოს­ლა­ვი­ის და თვით ჩეჩ­ნე­თის ომის დრო­საც. ჩვენ კი მხო­ლოდ უცხ­ოუ­რი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის მო­ი­მე­დე­ნი ვი­ყა­ვით, რომ ის ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მა­ინც მიგ­ვე­ღო, რა­საც ეს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბი ავ­რცე­ლებ­დნენ სა­ინ­ფორ­მა­ციო მეტ­რა­ჟით. ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტებს, ვი­თომ­დაც მა­თი უსაფ­რთხო­ე­ბის მიზ­ნით ომის მოქ­მე­დე­ბის ზო­ნებ­ში არ უშ­ვებ­დნენ. შე­სა­ბა­მი­სად არა­ფე­რი ვი­ცით, რო­გორ იბ­რძოდ­ნენ ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი, რა სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კით, რო­გო­რი გან­ლა­გე­ბით, სა­ერ­თოდ იყო თუ არა ომის ეპი­ცენ­ტრში თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ტე­ლე­ეკ­რან­ზე მხო­ლოდ 17 აგ­ვის­ტოს გა­მოჩ­ნდა ვა­ზი­ა­ნის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე. სად იყო და რო­გორ მოქ­მედებ­და ჩვე­ნი გე­ნე­რა­ლი­ტე­ტი, უშიშ­რო­ბი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, საზღ­ვრის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ბი­წა­ძე, რომ­ლე­ბიც ერ­თი­ა­ნად გამ­ქრა­ლი იყ­ვნენ არე­ა­ლი­დან. ჩვენ იძუ­ლე­ბულ­ნი ვი­ყა­ვით გვეს­მი­ნა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის მი­ერ ორ­წუ­თი­ან ბრი­ფინგებ­ზე გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის გმი­რო­ბებ­ზე, თავ­გან­წირ­ვა­ზე და ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის მი­ერ ჩა­მოგ­დე­ბულ 30-მდე ოკუ­პან­ტე­ბის თვით­მფრინავ­ზე, მა­შინ, რო­ცა დღემ­დე არ არ­სე­ბობს არც ერთის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი კად­რი. ომის შე­დე­გი კი კა­ტას­ტრო­ფუ­ლი­ა, რო­გორც ფი­ზი­კუ­რი სამ­ხედ­რო ძა­ლი­სა და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის და­ნა­კარ­გე­ბით ასე­ვე ნგრე­ვის მას­შტაბე­ბით, რი­თაც ეს ომი დი­დად გას­ცდა 1992-93 წ. წ. აფ­ხა­ზე­თის ლო­კა­ლურ ომს.

დღეს ჩვენ ორ­კვი­რი­ა­ნი ომის შე­დე­გად გვყავს 130 000-მდე დევ­ნი­ლი, 20 000-ზე მე­ტი და­ღუ­პუ­ლი (თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ ციფრს 2 000-მდე ამ­ცი­რებს). გა­დამ­წვარ­-გა­და­ბუ­გუ­ლია თით­ქმის მთე­ლი სა­ქართვე­ლოს ტყე-­პარ­კი და მინ­დვრე­ბი, სრუ­ლი­ად დან­გრე­უ­ლი, გა­ძარ­ცუ­ლი და გა­ჩა­ნა­გე­ბუ­ლია სამ­ხედ­რო და თვით სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რაც, აფეთ­ქე­ბუ­ლია სარ­კი­ნიგ­ზო ხი­დე­ბი და ა. შ. რუ­სეთ­-სა­ქარ­თვე­ლოს აგ­ვის­ტოს ომ­მა ავი­ა­გა­მა­ნად­გუ­რებ­ლე­ბით თბი­ლის­შიც შე­მო­აღ­წია და მო­იც­ვა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო, რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა ყველ­გან ჩვე­უ­ლი მა­ოხ­რე­ბუ­ლი კვალი და­ტოვეს.

პრე­ზი­დენ­ტი­სა და მთა­ვარ­სარ­დლის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხრი­დან აშ­კა­რაა მცდე­ლო­ბა ტა­ბუ და­ა­დოს და მიჩ­ქმა­ლოს ზე­მო აფ­ხა­ზე­თის (კო­დო­რის ხე­ო­ბის) სა­კითხ­ი, რომ­ლის ტე­რი­ტო­რია ჩვენ, ამ ომის შე­დე­გად დავ­კარ­გეთ და იქ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შე­ბის ნაც­ვლად აფ­სუა სე­პა­რა­ტის­ტე­ბის დრო­შა ფრი­ა­ლებს. იმის ნაც­ვლად, რომ ამ სტრა­ტე­გი­უ­ლი ხე­ო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად მა­ინც გა­დაგ­ვეს­რო­ლა მთე­ლი ძა­ლე­ბი, სე­პა­რა­ტის­ტებ­სა და ოკუ­პან­ტებს ხე­ო­ბა, თით­ქმის უბ­რძოლ­ვე­ლად დავ­უთ­მეთ, სა­ი­და­ნაც, აგ­რეთ­ვე გვყავს დევ­ნი­ლე­ბი.

აგ­ვის­ტოს ომ­მა ცხად­ყო და ნათ­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, რო­გორც მთა­ვარ­სად­ლი­სა და მი­სი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბის სრუ­ლი დი­ლე­ტან­ტიზ­მი და პრო­ფა­ნიზ­მი, სამ­ხედ­რო მო­უმ­ზა­დებ­ლო­ბა და უუ­ნარო­ბა, ბლე­ფად აქ­ცია ჩვე­ნი, ვი­თომ­ცდა “ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბამი­სი, “სამ­ხედ­რო ძლი­ე­რე­ბა”. ამ მხრივ სუ­ლაც არ გვქო­ნია მნივ­შნე­ლო­ვა­ნი პროგ­რე­სი შე­ვარ­დნა­ძი­სე­ულ თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას­თან, ხო­ლო სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვა კვლავ არ გას­ცი­ლე­ბია და­ვით თევ­ზა­ძის ლა­კატ­კის დო­ნეს. სა­კუთა­რი მო­სა­ხ­ლეო­ბის უსაფ­რთხო­ე­ბი­სად­მი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ხა­რის­ხიც შე­ვარ­დნა­ძის დო­ნის იდენ­ტუ­რი აღ­მოჩ­ნდა; ისე­ვე რო­გორც შე­ვარ­დნა­ძემ, არც სა­ა­კაშ­ვილ­მა მო­ახ­დი­ნა სა­ო­მა­რი კონ­ფლიქტს ზო­ნი­დან მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუა­ცია მა­შინ, რო­ცა სე­პა­რა­ტის­ტე­ბის ლი­დერ­მა, ომის დაწყ­ე­ბამ­დე მზრუნ­ვე­ლად გა­ხიზ­ნა ოსი მო­სახ­ლე­ო­ბა და ეს პრო­ცე­სი არ ყო­ფი­ლა გა­საი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი თუ და­ხუ­რუ­ლი, არა­მედ იყო სა­ჯა­რო. სა­ა­კაშ­ვილ­მა, რო­გორც 24 აგ­ვის­ტოს პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­როს წევ­რებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნაცხ­ა­და, იცო­და, რომ რუ­სე­თი ემ­ზა­დე­ბო­და აგ­ვის­ტოს ომი­სათ­ვის და ამის შე­სა­ხებ აფ­რთხილებ­და კი­დეც მსოფ­ლი­ოს, მაგ­რამ ევ­რო­პა­მაც, და­სავ­ლეთ­მაც და ამე­რი­კა­მაც წა­უყ­რუ­ეს. მათ ამ­გვა­რი ყრუდ­ქმნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ი­ნარჩუ­ნეს ომის დაწყ­ე­ბი­სა და მსვლე­ლო­ბის თით­ქმის ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ანუ, სა­ნამ მთლი­ა­ნად არ და­ი­ბომ­ბა ში­და ქარ­თლის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და არ ამო­ხო­ცეს ქარ­თვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა და ქარ­თუ­ლი ჯა­რი.

სა­ქარ­თვე­ლო იქ­ცა რუ­სეთ­-ა­მე­რი­კის ბრძო­ლის ვე­ლად და ამ ომ­ში და­მარ­ცხდა, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო, ასე­ვე რუ­სე­თიც, რომელსაც ამერიკამ “დუმილის პოლიტიკით'' თავისივე დადგმულ ხაფანგში გააყოფინა თავი, რითაც მსოფლიოსათვის საშიშ აგრესორად წარმოაჩინა და საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია და, პერსპექტივაში, სახელმწიფოეობრივად დაასუსტა იგი.

ნი­შან­დობ­ლი­ვი იყო, რომ სა­აკაშ­ვი­ლი, რუ­სი ოკუ­პან­ტე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას ის­ტო­რი­ულ პა­რა­ლელს გა­ნუხ­რე­ლად ავ­ლებ­და მხო­ლოდ 1921 წლის ანექ­სი­ა­ ო­კუ­პა­ცი­ის ფაქ­ტთან და არამც და არამც გაკ­ვრითაც არ ახ­სე­ნებ­და 1991-92-93 წლე­ბის დე­კემ­ბერ-იანვრის სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა­სა და რუ­სე­თის მი­ერ და­სავ­ლეთ სა­ქართვე­ლო­-აფ­ხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ის ოკუ­პა­ცი­ა­-ანექ­სი­ის ფაქტს, ვი­ნა­ი­დან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურდი­ას სამ­ხედ­რო ძა­ლით დამ­ხო­ბა იყო მსოფ­ლიო შეთ­ქმუ­ლე­ბის შე­დე­გი და ამ შეთ­ქმუ­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რო­გორც და­სავ­ლე­თი და ევ­რო­პა, ასე­ვე ამე­რი­კაც და რუ­სე­თიც. სა­ა­კაშ­ვილს კი არ სურს და­უ­პი­რის­პირ­დეს, დღეს უკვე თა­ვის პარ­ტნი­ორ და მო­კავ­ში­რე ქვეყ­ნებს, ანუ, პრე­ზი­დენტ ზვი­ად გამ­სა­ხურდი­ას პე­რი­ო­დის ხსნე­ბით სა­ა­კაშ­ვილს არ სურს სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­ზეზ­-შე­დე­გობ­რი­ვი კვან­ძის გახ­სნა, რო­მელ­საც უფ­რთხის მსოფ­ლი­ოც. ეს ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი მო­ნაკ­ვე­თი­ა, რო­მელ­შიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კვარ­ცხლბე­კის ფაქ­ტო­რიც.

ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია (შე­ვარ­დნა­ძი­სა და სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით) ჭეშ­მა­რი­ტად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, სუ­ვე­რე­ნუ­ლი და ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი იყო.

სა­ა­კაშ­ვი­ლის მკრე­ხე­ლუ­რი მცდე­ლო­ბა, რომ თითქოს – „დღე­ვან­დე­ლი სა­ქართვე­ლო­სა და ქარ­თვე­ლე­ბის გმი­რო­ბამ პირ­ვე­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში აღაფ­რთო­ვა­ნა მსოფ­ლი­ო“, სხვა არა­ფე­რი­ა, გარ­და იმი­სა, რომ მო­ახ­დი­ნოს ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის დე­ვალ­ვა­ცი­ა.

თბი­ლი­სი კი, რუ­სი ოკუ­პან­ტე­ბის შე­მო­სე­ვე­ბი­სა­გან ჭეშ­მა­რი­ტად იხ­სნა მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი მრევ­ლის ერ­თობ­ლივ­მა გუ­ლი­თად­მა ლოც­ვებ­მა, რომ­ლებ­საც ისი­ნი თა­ვი­ანთ წი­ნამ­ძღვრებ­თან ერ­თად ღა­მის­თე­ვით აღავ­ლენ­დნენ ეკ­ლე­სი­ებ­ში. სას­წა­ულ­თმოქ­მე­დი ხა­ტე­ბით ეწყ­ო­ბო­და მლოც­ველ­თა მსვლე­ლო­ბე­ბი მთელ თბი­ლის­ში, მრა­ვალ­რიცხ­ო­ვა­ნი მრევ­ლის მი­ერ, ომის დაწყ­ე­ბამ­დე და ომის პე­რი­ოდ­შიც. ასევე ღვთის ნებითა და წყალობით იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის ზე­წო­ლაც, რომ რუს ოკუ­პან­ტებს ხე­ლი აე­ღოთ თბი­ლის­ში­ შეჭ­რის გან­ზრახ­ვი­სა­გან, შე­ეწყ­ვი­ტათ ომი და და­ეწყ­ოთ გას­ვლა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ები­დან.

აგ­ვის­ტოს ომ­ში სა­ქარ­თვე­ლომ არა თუ და­იბ­რუ­ნა და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტორი­ე­ბი, არა­მედ და­კარ­გა მი­სი ერ­თ-ერ­თი უმნიშვნელოვანესი სტრა­ტე­გი­უ­ლი ნა­წი­ლი – კოდორის ხეობა და კი­დევ ერ­თხელ გა­ნად­გურ­და გე­ნო­ფონ­დი, რა­ზეც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მთლი­ა­ნად უნ­და და­ე­კის­როს ქვეყ­ნის პრე­ზიდენ­ტსა და მთა­ვარ­სარ­დალს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს. (ლ. ცომაია)“ - ვკითხულობთ კონსტანტინე გამსახურდიას მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.