Loading data...
მიხეილ ყაველაშვილი: სომხეთის პრეზიდენტს, რომელიც ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩამოვიდა, პირისპირ შევხვდი, მან ილია II-ის გარდაცვალების გამო მომისამძიმრა და თანაგრძნობა გამოხატა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში სომხეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ეხმიანება.

როგორც მიხეილ ყაველაშვილი აღნიშნავს, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ილია II-ის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა და თანაგრძნობა გამოხატა.

„სომხეთის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს, რომელიც საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩამოვიდა, პირისპირ შევხვდი.

შეხვედრაზე ჩემმა კოლეგამ ილია II-ის გარდაცვალების გამო მომისამძიმრა და თანაგრძნობა გამოხატა“, - წერს იგი.