Loading data...
მამუკა მდინარაძე: „ეზიზღებათ“ ყველაფერი რუსული და ხოშტარიას პარტიას წარმოადგენენ, ჯაშუშებს დაუძახებ და „საშინლად სწყინთ“

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ოპონენტები ბრიუსელში წერილებს იწერებიან, საქართველო და ქართველები დასაჯეთო. 

„ეზიზღებათ“ ყველაფერი რუსული და ხოშტარიას პარტიას წარმოადგენენ…

◾ ევროპაზე და დემოკრატიაზე ლაპარაკობენ და სააკაშვილის პარტიას წარმოადგენენ…

◾ თაღლითებს და მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძის პარტიას წარმოადგენენ…

◾ მოღალატეობაში ბრალს დებენ ადამიანებს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ…

◾ ვერ ბედავენ მათივე კოლეგაზე უმძიმეს თავდასხმას ამორალური უწოდონ და ჟურნალისტები ჰქვიათ…

◾ ერთიანი საქართველოს იდეის კვალდაკვალ აფხაზს და ოსს მტერს ეძახიან…

◾ ევროინტეგრაციის იდეის კვალდაკვალ ოჯახური ღირებულებების კანონი თუ არ გავაუქმეთ, ევროპა არ მიგვიღებსო, პროპაგანდირებენ…

◾ ბრიუსელში წერილებს იწერებიან, საქართველო და ქართველები დასაჯეთო…

◾ ჯაშუშებს დაუძახებ და „საშინლად სწყინთ“…

◾ არჩევნებს აგებენ და 300 ათასი ხმა გაგვიყალბესო…“ - წერს უმრავლესობის ლიდერი.