Loading data...
მამუკა გორგოძე: 8 მაისს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ჩვენი გვერდით დგომა და მხარდაჭერა სჭირდება, ძალა ერთობაშია

ვეტერანი მორაგბე მამუკა გორგოძე გულშემატკივარს 8 მაისს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

როგორც მამუკა გორგოძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, გამარჯვების შემთხვევაში, ხელბურთელები ზედიზედ მეორედ, გავლენ ევროპის ჩემპიონატზე.

„8 მაისს, 17:00 საათზე, თბილისი არენაზე ერთად ვგულშემატკივრობთ ჩვენს ხელბურთელთა ნაკრებს, გამარჯვების შემთხვევაში, ზედიზედ მეორედ, გავდივართ ევროპის ჩემპიონატზე.

ბიჭებს ჩვენი გვერდით დგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ. გელოდებით ყველას. ძალა ერთობაშია“, - აღნიშნავს მამუკა გორგოძე.