Loading data...
მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი აშშ-ის ვასალი ვერ იქნება, ქართველი ხალხიც იმავეს ვამბობთ, საქართველო დასავლეთის ვასალი არ იქნება! - დავით ჩიხელიძე

მსოფლიოში არ მოიძებნება მთავრობა, რომელსაც ისეთი ოპოზიცია ჰყავს, ან ჰყავდა, როგორც „ქართულ ოცნებას“. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, პრემიერის სიტყვები სიმართლეა, საქართველოს მთავრობაზე არნახული ზეწოლა ხორციელდება, მათ ჩვენი, მათ შორის ოპოზიციის, მხარდაჭერა სჭირდება, რადგან ეს ქვეყანა ყველასია, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დასავლეთისგან შანტაჟის ენით საუბარი ახალი არ არის, რადგან მათთვის საქართველო არა თანასწორი, არამედ განვითარებადი, მესამე დონის ქვეყანაა, რომელზეც უნდა იბატონო. 

„პრემიერის განცხადებაზე მეტად, ოპოზიციის შეფასებამ გამაოგნა, მათი ირონიანარევი განცხადებები მარწმუნებს, რომ საქმე ფსიქიკური აშლილობის ხალხთან გვაქვს, რომელთა ქვეყნის სათავეში მოსვლა დაუშვებელია.

ოპოზიციამ ზუსტად იცის საკითხის სიმძიმე და სიმართლე, სწორედ ამიტომ ცდილობენ საკითხის გამარგინალებას, მსოფლიოში არ მოიძებნება მთავრობა, რომელსაც ისეთი ოპოზიცია ჰყავს, ან ჰყავდა, როგორც „ქართულ ოცნებას“. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, პრემიერის სიტყვები სიმართლეა, საქართველოს მთავრობაზე არნახული ზეწოლა ხორციელდება, მათ ჩვენი, მათ შორის ოპოზიციის, მხარდაჭერა სჭირდება, რადგან ეს ქვეყანა ყველასია. როცა საქმე ეროვნულ ინტერესებს ეხება, პარტიული ხაზის გატარება დაუშვებელია! რა მნიშვნელობა აქვს, რომელი პარტიის წევრი ხარ, ვალდებული ხარ, მთავრობას და ქვეყანას გვერდით დაუდგე, თუ, რა თქმა უნდა, თავს ამ ქვეყნის შვილად თვლი.

რაც შეეხება უშუალოდ პრემიერის განცხადებას, სამწუხაროდ, დასავლეთისგან შანტაჟის ენით საუბარი ახალი არ არის, მათთვის საქართველო არა თანასწორი, არამედ განვითარებადი მესამე დონის ქვეყანაა, რომელზეც უნდა იბატონო. გეშლებათ, ბატონებო, საქართველო დიდი ისტორიის ქვეყანაა, რომელმაც ყველაზე უკეთ იცის თავისუფლების ფასი! მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი აშშ-ის ვასალი ვერ იქნება. ქართველი ხალხიც იმავეს ვამბობთ, საქართველო დასავლეთის ვასალი არ იქნება!

ბრძოლა, რომელიც ახალ, გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, საქართველოს გამარჯვებით დასრულდება!“, - წერს დავით ჩიხელიძე.