Loading data...
ლიზა გეგეჭკორი ვარდენ მაჭავარიანზე: შსს-მ ეკლესიაზე მიშარდვის გამო, ესტონეთის და უკრაინის მოქალაქე დააჯარიმა და ამ პოპულისტმა „ნაცმა“ ისე, რომ არაფერი იცოდა, თქვა, რუსები არიანო, როგორი გულის ამრევია „ნაცის“ ჰაბიტუსი, ტყუილი და პოპულიზმი რომ არის მათი მთავარი ნიშან-თვისება

„ამ პატარა პოპულისტმა „ნაცმა“, როდესაც ვიდეო ნახა, რომელშიც ორი ტურისტი ეკლესიას აშარდავდა, გამოხტა ეგრევე და ისე, რომ არაფერი იცოდა - აპრიორი რუსები არიან და ხელისუფლების ბრალიაო“, - წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი ვარდენ მაჭავარიანის განცხადების შესახებ, სადაც ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებზე ამბობს, „ორი რუსი აშარდავდა ეკლესიას“.

გეგეჭკორი აღნიშნავს, რომ ტყუილი და პოპულიზმი „ნაცის“ მათი მთავარი ნიშან-თვისებაა.

„ამ პატარა პოპულისტმა „ნაცმა“, როდესაც ვიდეო ნახა, რომელშიც ორი ტურისტი ეკლესიას აშარდავდა, გამოხტა ეგრევე და ისე, რომ არაფერი იცოდა - აპრიორი რუსები არიან და ხელისუფლების ბრალიაო.

დღეს ირკვევა, რომ შს სამინისტრომ ეკლესიაზე მიშარდვის გამო ესტონეთის და უკრაინის მოქალაქე დააჯარიმა. ჰო და რა მინდა ვთქვა - როგორი გულის ამრევია ეს ვარდენა და ზოგადად ნაცის ჰაბისტუსი, ტყუილი და პოპულიზმი რომ არის მათი მთავარი ნიშან-თვისება!“, - წერს გეგეჭკორი.