Loading data...
ლიზა გეგეჭკორი „სმარტის“ გენდირექტორის განცხადებაზე, რომ მიესალმება ფასების დაწევას: აქამდე რას ელოდებოდით?! აუცილებლად პრემიერს უნდა შეექმნა კომისია, ასეთ მისასალმებელ ამბავს რომ მოვსწრებოდით? - იგივე მოუწევთ ნავთობის და მედიკამენტების გაღორებულ მონოპოლისტებსაც

ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი Wissol-ისა და Smart-ის გენერალური დირექტორის ვასილ ხორავას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მიესალმება ფასების დაწევას.

ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ მათ ეს ამბავი დიდად არ ახარებთ, მაგრამ აღნიშნული კომისიის გამო მოუწევთ და იგივე მოუწევთ ნავთობის და მედიკამენტების მონოპოლისტებსაც.

„და თუ მიესალმებით, აქამდე რას ელოდებოდით?! აუცილებლად პრემიერს უნდა შეექმნა კომისია, ასეთ მისასალმებელ ამბავს რომ მოვსწრებოდით? მეტი არაა ჩემი მტერი, თქვენ ეს ამბავი გიხაროდეთ, მაგრამ სწორედ ზემოთ აღნიშნული კომისიის გამო მოგიწევთ. იგივე მოუწევთ ნავთობის და მედიკამენტების გაღორებულ მონოპოლისტებსაც“, - წერს გეგეჭკორი Facebook-ზე.