1780415755
სოციალური მედია
ლიზა გეგეჭკორი: კარგია, რომ 4 ოქტომბრის მოძალადეები დანაშაულს აღიარებენ,რის გამოც საპროცესო გარიგებები უფორმდებათ - იმედია, სამომავლოდ კარგად დაფიქრდებიან სანამ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ არშემდგარ რევოლუციონერებს გამოაყენებინებენ თავს
ძალიან კარგია რომ 4 ოქტომბრის მოძალადეები დანაშაულს აღიარებენ, რის გამოც მათ საპროცესო გარიგებები უფორმდებათ, - წერს ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრი თავიდანვე ხაზს უსვამდა იმას, რომ მიზანი იყო არა ამ ადამიანების ციხეში დიდხანს სხდომა, არამედ, მათ მიერ დანაშაულის გააზრება და აღიარება.
„თავიდანვე უსვამდა ხაზს ირაკლი კობახიძე, რომ მიზანი ის კი არ იყო, ვინმე დიდი ხანი მჯდარიყო ციხეში, არამედ ის რომ ამ ადამიანებს გაეაზრებინათ და ეღიარებინათ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული. იმედია სამომავლოდ კარგად დაფიქრდებიან სანამ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ დააპირებენ მოქმედებას და ვიღაც არშემდგარ რევოლუციონერებს გამოაყენებინებენ თავს“, - წერს გეგეჭკორი Facebook-ზე.