Loading data...
ლევან ნიკოლეიშვილი აქციის მონაწილეებზე: ერთმანეთს წითელ კვერცხებს უჭახუნებენ და ... რა ევროპაში, რა რუსეთში, ამერიკასა, თუ ავსტრალიაში... ყველაფრის გაშარჟება და გაუკუღმართება შეიძლება?!

ერთმანეთს წითელ კვერცხებს უჭახუნებენ და ... რა ევროპაში, რა რუსეთში, ამერიკასა, თუ ავსტრალიაში... ყველაფრის გაშარჟება და გაუკუღმართება შეიძლება?!, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ვიდეოს გუშინდელი აქციიდან, სადაც აქციის მონაწილეები ქაშუეთის ტაძართან წითელი კვერცხების მირტყმის დროს ტექსტს „სად მიდიხარ - ევროპაში“ ამბობენ.

„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს სიხარულით ეგებება ქრისტიანული სამყარო! ქრისტე აღსდგა! -ულოცავენ მართლმადიდებლები ერთმანეთს! ჭეშმარიტად აღსდგა! - ისმის პასუხად. ერთმანეთის წითელ კვერცხებს უჭახუნებენ და ... რა ევროპაში, რა რუსეთში, ამერიკასა, თუ ავსტრალიაში... ყველაფრის გაშარჟება და გაუკუღმართება შეიძლება?! არც დედისგან, არც მამისგან, არც ბებია-ბაბუას არ უსწავლებიათ არაფერი და არც შენ გაგიგია არავისგან? თუ არ გინდა ისწავლო?! დავიჯერო, სხვა პლანეტიდან ჩამოვიდა ეს ხალხი?!“, - წერს ნიკოლეიშვილი.