ლევან კოჭლოშვილი: დესტრუქციული ოპოზიციონერები ამჯერადაც ეცდებიან საკუთარი ამომრჩევლის გადაგდებას, რადგან მათ „სასარგებლო იდიოტებს“ უწოდებენ
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნა და ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში არჩევნების აღიარებას ნიშნავს.
„ვეკითხები კოლექტიური ნაცმოძრაობის დეპუტატებს - შეასრულებენ თუ არა ჩვენი მოქალაქეებისთვის მიცემულ სიტყვას და მიმართავენ თუ არა ოფიციალურად პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით?“ - წერს ლევან კოჭლოშვილი და აღნიშნავს, რომ რადიკალური ოპოზიცია ამჯერადაც დაარღვევს ამომრჩევლისთვის მიცემულ სიტყვას და მანდატების შეჩერებასთან დაკავშირებით პარლამენტს არ მიმართავს, თუმცა ეს ამომრჩევლისთვის უცხო არ იქნება.
„ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნის მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში. ამავე დროს ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ოპოზიციას კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა, შეხვდა პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, რაც ფაქტობრივად ნიშნავს არჩევნების შედეგების აღიარებას.
ვეკითხები კოლექტიური ნაცმოძრაობის დეპუტატებს - შეასრულებენ თუ არა ჩვენი მოქალაქეებისთვის მიცემულ სიტყვას და მიმართავენ თუ არა ოფიციალურად პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით?
როგორც არაერთხელ მომხდარა, ამჯერადაც დესტრუქციული ოპოზიციონერები გატეხენ ამომრჩევლებისადმი მიცემულ სიტყვას. მარტივად რომ ვთქვათ, ეცდებიან მათ გადაგდებას, რადგან თავიანთ ამომრჩევლებს მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „სასარგებლო იდიოტებს“ უწოდებენ. მორიგი გადაგდება ნამდვილად უცხო არ იქნება მათთვის“- წერს ლევან კოჭლოშვილი.