Loading data...
ლაშა გეგეჭკორი თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლების შესახებ: კაცი, რომელმაც გამოსახლების დროს ტანზე შემოიხია, უძრავ/მოძრავ ქონებას ფლობს

კოოპერატიული ბინათმშენებლობების შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული ლაშა გეგეჭკორი თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს, რომ კაცი, რომელმაც გამოსახლების დროს ტანზე შემოიხია, გურიაში უძრავ/მოძრავ ქონებას ფლობს. 

„ნახავდით ტვ-ში ადამიანს, რომელმაც თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ქარხნის შენობიდან გამოსახლების დროს ტანზე შემოიხია და პოლიციელებს აგინა.

იხილეთ მისი სახლ-კარი გურიაში. მიწა 4 762 კვ/მ.ასევე მის სახელზე ირიცხება 5 ავტომობილი და 1 სკუტერი“, - აღნიშნავს გეგეჭკორი.