Loading data...
ქართველიშვილი: კანდელაკს „აახიეს“ კომპიუტერი, რომელსაც „ნაცები“ თვითონ ეძახიან სიცრუის მანქანას, თარგამაძე თანაგუნდელებს საუბრებს უწერს, მას ვიღაცამ ჩანაწერი მოჰპარა - მაგარი ნამუშევარია, სუს-ს დააბრალებენ, მაგრამ შეიძლება არც სუს-მა უარყოს

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ბოლო დღეებში გიორგი კანდელაკის ირგვლივ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ რამდენიმე გარემოება იკვეთება: კანდელაკს კომპიუტერი „აახიეს“, მის კომპიუტერს „ნაცები“ თვითონ ეძახიან სიცრუის მანქანას, თარგამაძე თანაგუნდელების საუბრებს იწერს და მას ვიღაცამ ტელეფონიდან ჩანაწერი მოჰპარა. ქართველიშვილის შეფასებით, ბოლოს შეიძლება განვითარებული მოვლენები სუს-ს დაჰბრალდეს და არც სუს-მა უარყოს.

„ოთხი რაღაც გავიგეთ: 1. კანდელაკს კომპიუტერი „აახიეს“ 2. კანდელაკის კომპიუტერს „ნაცები“ თვითონ ეძახიან სიცრუის მანქანას 3. თარგამაძე თანაგუნდელებს საუბრებს უწერს 4. თარგამაძეს ვიღაცამ ტელეფონიდან (ან კომპიდან) ჩანაწერი მოჰპარა. მაგარი ნამუშევარია, სუს-ს დააბრალებენ, მაგრამ შეიძლება არც სუს-მა უარყოს“, - წერს ქართველიშვილი.