ჯაბა ხუბუა: სახელმწიფომ, განსხვავებით ნაცების რეჟიმისაგან, მოძალადე პოლიციელები ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით კი არ დააჯილდოვა, როგორც სააკაშვილმა - მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა და სხვა ჯალათები, არამედ დაიჭირა და ციხეში ჩასვა
„სააკაშვილის მიხედვით, „ფილდ კომანდერის“ ხოლო სოფო ნიჟარაძის მიხედვით, „ძღვენის“ სუნიანი ნოდარ მელაძის გადაცემის ანონსში გასულმა კადრებმა, რომელიც პოლიციელთა მიერ დაკავებული მოქალაქეების ცემას ასახავს, თავზარი დამცა და შემზარა, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.
მისი განცხადებით, გაირკვა, რომ ძალადობის ფაქტი 2022 წელს მომხდარა, მოძალადე პოლიციელები კი დაუკავებიათ და მიუციათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, განსხვავებით „ნაცების“ რეჟიმისაგან, მოძალადე პოლიციელები ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით დააჯილდოვა.
„პირადად ჩემთვის, როგორც მოქალაქისა და როგორც ჟურნალისტისათვის, რომელიც მუდამ ვამხელდი და დღემდე ვამხელ სააკაშვილის რეჟიმის ძალოვანთა მიერ ადამიანების, მათ შორის, პატიმრების ცემასა და წამებას, პოლიციელთა მსგავსი ქმედებანი განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ყველა დროსა და ყველა ვითარებაში. ეს წითელი ხაზი და მორალური დემარკაციაა.
შვებით კი მაშინ ამოვისუნთქე, როცა შსს-სა და პროკურატურის ოფიციალური განცხადება გავრცელდა: ძალადობის ფაქტი 2022 წელს მომხდარა, მოძალადე პოლიციელები კი დაუკავებიათ და მიუციათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ე.ი. სახელმწიფომ, განსხვავებით ნაცების რეჟიმისაგან, მოძალადე პოლიციელები ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით კი არ დააჯილდოვა, როგორც სააკაშვილმა - მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა და სხვა ჯალათები, არამედ დაიჭირა და ციხეში ჩასვა.
ხელისუფლებას, რომლითაც ქართველმა ხალხმა ჯალათებისა და მწამებლების რეჟიმი შეცვალა, სხვა უფლება არც აქვს - სწორედ ასე უნდა მოქცეულიყო და მოიქცეს ყოველთვის. რაც შეეხება კოლექტიურ ნოდარ მელაძეს, ის მართლაც იმ ბიოლოგიური მასის სუნად ყარს, რომლის სიმყრალემ, თავის დროზე, სააკაშვილის სოფო ნიჟარაძეც კი შეაწუხა“, - წერს ხუბუა.