Loading data...
ინგა გუდაძე: ირმა ინაშვილო, სულ ნუ გაიწყვიტე შუბლის ძარღვი, რასაც შენ ახლა „ჩალიჩობ“, ეგაა არამზადობა, პირდაპირ კობახიძეს ახსენებ აუგად და ყველაფერი რომ დააჯერო ხალხს, იმას ვერ დააჯერებ, რომ კობახიძემ სისტემა შექმნა ციხეებში

ირმა ინაშვილო! სულ ნუ გაიწყვიტე შუბლის ძარღვი, დიდი ხანია „TV პირველის“ და „ფორმულას“ „ზვეზდა“ გახდი და იმ წუთიდან ვიფიქრე, რომ სული სატანას მიჰყიდე, - წერს ხელოვნებათმცოდნე ინგა გუდაძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ინაშვილი, მცდელობების მიუხედავად, საზოგადოებას ვერ დააჯერებს, რომ ირაკლი კობახიძემ ციხეში სისტემა შექმნა. გუდაძე საგამოძიებო უწყებას მოუწოდებს, პატიმარი გიორგი დავითაძე ექსპერტიზაზე გადაიყვანონ, ინაშვილი კი დაკითხონ და სიცრუის შემთხვევაში, შესაბამისი მუხლით აგებინონ პასუხი.

„რასაც შენ ახლა ჩალიჩობ, ეგაა არამზადობა, მოურიდებლად გეტყვი. პირდაპირ კობახიძეს ახსენებ აუგად და, აი, ყველაფერი რომ დააჯერო ხალხს, იმას ასი წელი ვერ დააჯერებ, რომ კობახიძემ სისტემა შექმნა ციხეებში. იმას უფრო დავიჯერებთ, რომ დიდ მაყუთზე გაიყიდე და დადგი მზაკვრული სცენარი, აქამდეც გაყიდულხარ და ვიცით, რისი ამღები ხარ შენს თავზე. ახლა მოვუწოდებ საგამოძიებო უწყებას - გადაიყვანეთ ეგ ვითომ გაუპატიურებული ექსპერტიზაზე და ვნახოთ, როგორ ჩამოეშლებათ ეს საზიზღარი ცილისწამება და მეორე, ინაშვილი მიაბრძანეთ დაკითხვაზე, რადგან მტკიცებით ფორმაში ადასტურებს ამ ფაქტს და ასევე სხვა ფაქტებსაც. მტკიცებულებები ჰქონია და ეს რომ ტყუილი აღმოჩნდება, მიუსადაგეთ მუხლი და მიაბრძანეთ ციხეში!

ინაშვილო, შენ ხომ არ ყოფილხარ ადამიანი, შენ ხარ შავი ხვრელი!“, - წერს ინგა გუდაძე.