Loading data...
„იმედი გვაქვს, მალე შედგება“ - ტაკერ კარლსონი აცხადებს, რომ ზელენსკისთან ინტერვიუს ჩაწერაზე შეთანხმდა

ამერიკელი ჟურნალისტი და Fox News-ის ყოფილი წამყვანი ტაკერ კარლსონი წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ინტერვიუს ჩაწერაზე შეთანხმებას მიაღწია.

„როგორც ჩანს, ზელენსკისთან ინტერვიუს ჩაწერაზე შევთანხმდით. ჩვენ ორი წელია ვცდილობდით, თებერვალში პუტინთან ინტერვიუს შემდეგ კი განსაკუთრებული ინტენსივობით. მიზანი ისაა, რომ ამერიკელებს ძალზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდოთ იმ კონფლიქტის შესახებ, რომელიც მსოფლიოში მათი ქვეყნის პოზიციას სრულად ახალ ფორმას აძლევს. იმედი გვაქვს, ინტერვიუ მალე შედგება“, - წერს ტაკერ კარლსონი.