Loading data...
გურამ მაჭარაშვილი: იმ ფონზე, როცა თავად ელისაშვილმა აღიარა ჩადენილი ქმედება - ტერორისტული აქტი, ALDE-ს პასუხი შეიძლება ვთარგმნოთ ასე - „ტერორისტია, მაგრამ ჩვენია“

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ეხმიანება ALDE-ს მიერ გავრცელებულ პასუხს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.

მაჭარაშვილის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც თავად ალეკო ელისაშვილმა აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება, ტერორისტული აქტი, ALDE-ს მიერ გაცემული პასუხი შესაძლებელია ითარგმნოს შემდეგნაირად: „ტერორისტია, მაგრამ ჩვენია“.

„ანუ ალდემ ელისაშვილზე თქვა: „ცუდი ბიჭია, მაგრამ ჩვენი ბიჭია“. იმ ფონზე, როცა თავად ელისაშვილმა აღიარა ჩადენილი ქმედება (ტერორისტული აქტი), ალდეს ეს წინადადება შეიძლება ვთარგმნოთ ასე: „ტერორისტია, მაგრამ ჩვენია“, - წერს გურამ მაჭარაშვილი.

ინფორმაციისთვის, ALDE-მ გაავრცელა პასუხი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე: „რა თქმა უნდა, ALDE ასეთ ქმედებებს არ ამართლებს, ეს თავისთავად გასაგებია. ისევე, როგორც ჩვენ არასდროს გავამართლებდით ძალადობის გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, ან ქიმიური იარაღის გამოყენებას მოქალაქეებზე“.