გოგა ხაინდრავა თინა ხიდაშელის განცხადებაზე, რომ საქართველოში არალეგალურად ფუნქციონირებს ტერორისტების სკოლა: ასეთს რას გიხდიან?! როგორ უნდა გძულდეს სამშობლო, რომ ამ მსოფლიო არმაგედონის ჟამს ასე გაწირო შენი ხალხი!
კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა, ოპოზიციონერ თინა ხიდაშელის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამენეის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი“. ხაინდრავა მიმართავს ხიდაშელს, რას უხდიან ასეთს და როგორ სძულს საკუთარი სამშობლო, რომ მსოფლიო არმაგედონის დროს, შეუძლია საკუთარი ხალხის ასე გაწირვა.
„ასეთს რას გიხდიან?! როგორ უნდა გძულდეს სამშობლო, რომ ამ მსოფლიო არმაგედონის ჟამს ასე გაწირო შენი ხალხი!“, - წერს ხაინდრავა X-ზე.
საქართველოში არალეგალურად ფუნქციონირებს “უნივერსიტეტი“ რომელიც არის ტერორისტების სკოლა მისი რექტორი ალი ხამეინის მემკვიდრედ გამოცხადდა-
— Goga Khaindrava (@KhaindravaGoga) March 4, 2026
თინა ხიდაშელი.
ესეთს რას გიხდიან?!
როგორ უნდა გძულდეს
სამშობლო, რომ ამ მსოფლიო
არმაგედონის
ჟამს ესე გაწირო
შენი ხალხი!https://t.co/nfYFQlp3nT