1769587185
სოციალური მედია
გივი ჩხარტიშვილი: რუსეთის ორბიტაზე ყოფნაში გვდებს ბრალს იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ჯერ კიდევ დსთ-ს წევრია, რომელიც მზადაა დათმოს დამოუკიდებლობა და ქვეყანა რუმინეთს მიუერთოს
საკრებულოს წევრი გივი ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში, მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებას ეხმაურება, სადაც სანდუმ განაცხადა, რომ „რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა“.
„ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“. რუსეთის ორბიტაზე ყოფნაში გვდებს ბრალს იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ჯერ კიდევ დსთ-ს წევრია, რომელიც მზადაა დათმოს დამოუკიდებლობა და ქვეყანა რუმინეთს მიუერთოს.
საზოგადოებას შევახსენებ, რა მდგომარეობაა მოლდოვაში. ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატიული ინსტიტუტები, არ არსებობს ოპოზიციური პარტიები და მედიასაშუალებები. ამის გათვალისწინებით, „დიფ სთეითის“ მიერ მართული ქალბატონი სანდუ ბედავს საქართველო რუსეთის ორბიტაზე მყოფ ქვეყნად მოიხსენიოს. მგონი ყველაფერი ძალიან აშკარაა“, - წერს ჩხარტიშვილი.